მარკოზის სახარება
3 ის კვლავ სინაგოგაში შევიდა, სადაც ერთი ხელგამხმარი კაცი იყო.+ 2 ფარისევლები უთვალთვალებდნენ, განკურნავდა თუ არა იმ კაცს შაბათს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. 3 მან ხელგამხმარ კაცს უთხრა: „ადექი, შუაში გამოდი“. 4 შემდეგ ჰკითხა მათ: „ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება, სიცოცხლის* ხსნა ან მოსპობა?“+ ხმას არავინ იღებდა. 5 მათი გულქვაობით+ აღშფოთებულმა და უზომოდ დამწუხრებულმა თვალი მოავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და განიკურნა. 6 მაშინ ფარისევლები გავიდნენ და ჰეროდეს მომხრეებთან+ ერთად მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი.
7 იესო მოწაფეებთან ერთად იქაურობას გაეცალა და ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი გაჰყვა მას გალილეიდან და იუდეიდან.+ 8 იერუსალიმიდან და იდუმეიდან, იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა და სიდონის შემოგარენიდანაც კი უამრავი ხალხი მივიდა მასთან, როცა გაიგეს მისი საქმეების შესახებ. 9 მან თავის მოწაფეებს უთხრა, თუ ხალხი მომაწყდება, ნავი მზად გქონდეთო. 10 ვინაიდან იგი მრავალს კურნავდა, მძიმედ დაავადებულნი მის ირგვლივ იყრიდნენ თავს, რომ შეხებოდნენ;+ 11 უწმინდური სულებით+ შეპყრობილნიც კი მის დანახვაზე ემხობოდნენ მის წინაშე და ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+ 12 თუმცა იესო მკაცრად აფრთხილებდა მათ, რომ მის შესახებ არავისთვის მოეყოლათ.+
13 შემდეგ იესო მთაზე ავიდა, მოუხმო ზოგიერთ მოწაფეს+ და ისინიც გაჰყვნენ.+ 14 მან თორმეტი აირჩია და მოციქულები უწოდა. სწორედ ისინი იქნებოდნენ მის გვერდით, მათ გაგზავნიდა საქადაგებლად 15 და მათ მისცემდა დემონების განდევნის ძალაუფლებას.+
16 აი მისი ამორჩეული თორმეტი მოციქული:+ სიმონი, რომელსაც პეტრე+ შეარქვა, 17 ზებედეს ვაჟი იაკობი და იაკობის ძმა იოანე, რომელთაც ბოანერგესი შეარქვა („ბოანერგესი“ „ქუხილის ძეებს“ ნიშნავს),+ 18 ანდრია, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი, თადეოზი, სიმონ კანანელი* 19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
სახლში რომ მივიდა, 20 ისევ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ საჭმელადაც ვერ მოიცალეს. 21 ეს რომ მისმა ნათესავებმა გაიგეს, მის წამოსაყვანად წავიდნენ; ამბობდნენ, ჭკუაზე შეიშალაო.+ 22 იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები კი ამბობდნენ, ბელზებელი* ჰყავს და დემონთა მმართველის ძალით დევნისო დემონებს.+ 23 იესომ მოუხმო მათ და მსჯელობა მაგალითებით დაიწყო: „როგორ განდევნის სატანა სატანას? 24 გაყოფილი სამეფო დაემხობა+ 25 და გაყოფილი ოჯახი დაიქცევა. 26 თუ სატანა თავის თავს დაუპირისპირდა და გაიყო, როგორღა გაძლებს?! მოახლოებულა მისი აღსასრული. 27 ვინც ძლიერი კაცის სახლში შეიჭრება, ვერ წაიღებს მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავს. მხოლოდ მაშინ შეძლებს მისი სახლის გაძარცვას. 28 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ადამიანებს ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ, 29 მაგრამ წმინდა სულის გმობა არასოდეს ეპატიებათ,+ რადგან ეს მიუტევებელი ცოდვაა“.+ 30 ეს იმიტომ თქვა, რომ ამბობდნენ, მასში უწმინდური სულიაო.+
31 მივიდნენ დედამისი და მისი ძმები+ და მის დასაძახებლად ვიღაც შეგზავნეს, თვითონ კი გარეთ იცდიდნენ.+ 32 ირგვლივ მსხდომმა ხალხმა მას უთხრა: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ არიან და გკითხულობენ“.+ 33 მან მიუგო: „ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?“ 34 შემდეგ ირგვლივ მსხდომთ თვალი მოავლო და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+ 35 ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც!“+