ეზეკიელი
10 გავიხედე და დავინახე საფირონისებრი ტახტისმაგვარი რამ იმ სივრცის ზემოთ, ქერუბიმების თავზევით რომ იყო.+ 2 მან სელით შემოსილ კაცს უთხრა:+ „შედი ქერუბიმების ქვემოთ, მბრუნავ ბორბლებს შორის,+ ორივე ხელი იმ მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით აივსე,+ ქერუბიმებს შორის რომ არის, და ქალაქს მოაფრქვიე“.+ ისიც შევიდა.
3 ის კაცი იქ რომ შევიდა, ქერუბიმები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ; ღრუბელმა აავსო შიდა ეზო. 4 ქერუბიმების თავზე დავანებული იეჰოვას დიდება+ ზემოთ ავიდა და ტაძრის კარის ზღურბლზე დაეშვა; ტაძარი ნელ-ნელა ღრუბლით აივსო,+ იეჰოვას დიდების ბრწყინვალებამ ეზოც მოიცვა. 5 გარეთა ეზოშიც კი გაიგონებდით ქერუბიმების ფრთების ხმას, ისეთი ხმა იყო, გეგონება, ყოვლისშემძლე ღმერთი ლაპარაკობსო.+
6 მან სელით შემოსილ კაცს უბრძანა, აიღე ცეცხლი მბრუნავ ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის რომ არისო; ისიც შევიდა და ბორბლის გვერდით დადგა. 7 მაშინ ერთმა ქერუბიმმა ხელი გაიწოდა ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმებს შორის ენთო,+ აიღო ის და სელით შემოსილ კაცს ორივე ხელში ჩაუდო;+ მანაც წამოიღო და გამოვიდა. 8 ქერუბიმებს ფრთებქვეშ ხელები ჰქონდათ, რომლებიც ადამიანის ხელებს ჰგავდა.+
9 ქერუბიმების გვერდით ოთხი ბორბალი დავინახე, თითო ბორბალი თითო ქერუბიმის გვერდით იყო; ბორბლები ქრიზოლითივით კაშკაშებდა.+ 10 ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა და მათი აგებულება ისეთი იყო, გეგონება, ბორბალი ბორბალში ზისო. 11 გადაადგილებისას ისინი ოთხივე მიმართულებით მოძრაობდნენ, ოღონდ ისე, რომ არ ტრიალდებოდნენ; საითაც თავი ჰქონდათ მიბრუნებული, იქით მიდიოდნენ ისე, რომ არ ტრიალდებოდნენ. 12 მათი სხეული — ზურგი, ხელები, ფრთები — და ბორბლები, ოთხივეს ბორბლები, გარშემო თვალებით იყო სავსე.+ 13 გავიგონე ხმა, რომელმაც ბორბლებს დაუძახა: „დაიძარით!“
14 თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა: პირველი სახე ქერუბიმისა იყო, მეორე — ადამიანისა, მესამე — ლომისა და მეოთხე — არწივისა.+
15 მაღლა იწეოდნენ ქერუბიმები (ესენი ის ცოცხალი არსებები იყვნენ, მდინარე ქებართან+ რომ ვიხილე) 16 და, როცა ქერუბიმები გადაადგილდებოდნენ, ბორბლებიც მათთან ერთად გადაადგილდებოდნენ; როცა ქერუბიმები ფრთებს მაღლა სწევდნენ, რომ მიწიდან მაღლა აწეულიყვნენ, ბორბლები არც ტრიალდებოდნენ და არც გვერდიდან სცილდებოდნენ.+ 17 როცა ისინი ჩერდებოდნენ, ესენიც ჩერდებოდნენ; როცა ისინი იწეოდნენ, ესენიც მათთან ერთად იწეოდნენ, ვინაიდან ცოცხალ არსებებზე მოქმედი სული მათშიც იყო.
18 მოსცილდა იეჰოვას დიდება+ ტაძრის კარის ზღურბლს და ქერუბიმების თავზე გაჩერდა.+ 19 დავინახე, რომ ქერუბიმებმა ფრთები ასწიეს და ჩემ თვალწინ მიწიდან ამაღლდნენ. როცა ამაღლდნენ, ბორბლებიც აჰყვნენ; ისინი იეჰოვას ტაძრის აღმოსავლეთი კარიბჭის შესასვლელთან დადგნენ; მათ ზემოთ ისრაელის ღვთის დიდება იყო დავანებული.+
20 ეს ის ცოცხალი არსებები იყვნენ, მდინარე ქებართან+ რომ ვიხილე ისრაელის ღვთის ქვემოთ; მივხვდი, რომ ისინი ქერუბიმები იყვნენ. 21 მათ ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდათ, ფრთებქვეშ კი ხელები ჰქონდათ, რომლებიც ადამიანის ხელებს ჰგავდა.+ 22 მათი სახეები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მდინარე ქებართან ვიხილე.+ თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+