დავითის ლოცვა.
86 იეჰოვა, ყური მომაპყარი და მიპასუხე,
რადგან დაჩაგრული და საწყალი ვარ.+
2 დამიფარე, რადგან ერთგული ვარ.+
იხსენი შენი მსახური, შენზე მონდობილი,
რადგან შენ ხარ ჩემი ღმერთი!+
3 წყალობა მიყავი, იეჰოვა,+
რადგან მთელი დღე შენ მოგიხმობ.+
4 გაახარე შენი მსახური,
რადგან შენ მოგმართავ, იეჰოვა!
5 იეჰოვა, რაოდენ კარგი+ და მიმტევებელი ხარ;+
სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს.+
6 შეისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,
და ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ.+
7 მოგიხმობ გაჭირვების ჟამს+
და შენც მიპასუხებ.+
8 რომელი ღმერთია შენი სადარი, იეჰოვა?!+
ვერავინ იქმს შენნაირ საქმეებს!+
9 შენ მიერ შექმნილი ყველა ხალხი
მოვა და თაყვანს გცემს, იეჰოვა;+
განადიდებენ შენს სახელს.+
10 დიდებული ხარ და საოცრებებს იქმ,+
მხოლოდ შენ ხარ ღმერთი!+
11 შენი გზით სიარული მასწავლე, იეჰოვა.+
ვივლი შენი ჭეშმარიტებით.+
გაუყოფელი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის.+
12 მთელი გულით გასხამ ხოტბას, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+
და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს,
13 რადგან ურყევ სიყვარულს იჩენ ჩემდამი,
შენ მიხსენი სამარის სიღრმიდან.+
14 ღმერთო, კადნიერები მიპირისპირდებიან,+
ულმობელთ სურთ, სიცოცხლეს გამომასალმონ;
არად გაგდებენ.+
15 მაგრამ შენ, იეჰოვა, გულმოწყალე, თანამგრძნობი
და სულგრძელი ღმერთი ხარ,
ურყევია შენი სიყვარული და განუზომელია შენი ერთგულება.+
16 მომხედე და წყალობა მიყავი,+
მიეცი ძალა შენს მსახურს+
და იხსენი შენი მხევლის ძე.
17 მიჩვენე შენი სიკეთე,
რათა იხილონ ეს ჩემმა მოძულეებმა და შერცხვნენ,
ვინაიდან შენ ხარ ჩემი შემწე და ნუგეშისმცემელი, იეჰოვა!