ეზეკიელი
2 მან მითხრა: „კაცის ძეო, წამოდექი, რომ დაგელაპარაკო“.+ 2 როცა ეს მითხრა, სულმა მომიცვა და წამომაყენა,+ რომ მომესმინა მისთვის, ვინც მელაპარაკებოდა.
3 შემდეგ მან მითხრა: „კაცის ძეო, მე გგზავნი ისრაელებთან,+ ურჩ ხალხთან, რომლებიც ამიმხედრდნენ;+ დღემდე მცოდავენ თავიანთი მამა-პაპის მსგავსად.+ 4 გგზავნი უტიფარ და ჯიუტ ხალხთან;+ გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა. 5 ურჩები არიან;+ გინდ მოგისმინონ, გინდ არა, იმას მაინც ხომ გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.+
6 კაცის ძეო, ნარ-ეკლით ხარ გარშემორტყმული*+ და მორიელებს შორის ცხოვრობ, მაგრამ ნუ შეგეშინდება მათი,+ ნურც მათი სიტყვები შეგაშინებს. ნუ შეგაშინებს მათი სიტყვები,+ ნუ დაგცემს თავზარს მათი სახეები;+ ურჩები არიან. 7 გადაეცი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა; ურჩები არიან.+
8 კაცის ძეო, ისმინე, რასაც გეუბნები. ნუ დაემსგავსები ამ ურჩ ხალხს. გააღე პირი და შეჭამე ის, რასაც გაძლევ“.+
9 გავიხედე და დავინახე ჩემკენ გამოწვდილი ხელი,+ რომელშიც გრაგნილი იყო.+ 10 მან ეს გრაგნილი ჩემ წინაშე გაშალა. გრაგნილის ერთ მხარესაც იყო ნაწერი და მეორე მხარესაც;+ სამგლოვიარო სიმღერები და მოთქმა-გოდება ეწერა.+