იგავები
1 ეს არის ისრაელის მეფის,+ დავითის ძის,+ სოლომონის, იგავები+
2 დასაბრძენებლად+ და დასარიგებლად*,
რათა ჩასწვდე ბრძნულ გამონათქვამებს,
3 მიიღო დარიგება,+ რომლისგანაცაა გამჭრიახობა,
სიმართლე,+ განსჯის უნარი+ და პატიოსნება*,
4 რათა გამოუცდელები წინდახედულები+ გახდნენ,
ახალგაზრდებს კი ცოდნა და ჭკუა მიეცეთ.+
5 ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის;+
გონიერი ბრძნული რჩევით იხელმძღვანელებს,+
6 რათა ჩასწვდეს იგავსა თუ თავსატეხს,
ბრძენთა სიტყვებსა თუ გამოცანებს.+
7 იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა.+
მხოლოდ უგუნურებს სძულთ სიბრძნე და დარიგება.+
10 შვილო, თუ ცოდვილები შენს შეცდენას შეეცდებიან, ნუ აჰყვები.+
11 თუ გეტყვიან, წამო,
ჩავუსაფრდეთ ვინმეს და სისხლი დავღვაროთ,
უდანაშაულოს დავუდარაჯდეთ,
13 ხელში ჩავიგდოთ მისი ძვირფასეულობა,
ნაძარცვით ავივსოთ სახლები,
17 არავინ შლის ფრინველთა თვალწინ ბადეს.
18 ამიტომაც უსაფრდებიან მსხვერპლს სისხლის დასაღვრელად;
უდარაჯდებიან მათ.
მოედნებზე იმაღლებს ხმას.+
21 ხალხმრავალი ქუჩების თავში გაიძახის,
ქალაქის კარიბჭეებთან ამბობს:+
22 „გამოუცდელებო, როდემდე უნდა იყოთ გამოუცდელნი?!
დამცინავებო, როდემდე უნდა გსიამოვნებდეთ დაცინვა?!
სულელებო, როდემდე უნდა გძულდეთ ცოდნა?!+
და გადმოვღვრი ჩემს სულს თქვენზე;
მაშინ ჩასწვდებით ჩემს სიტყვებს.+
25 ჩემს რჩევებს მუდამ უგულებელყოფდით
და ჩემს შეგონებას არ იღებდით.
26 მეც გავიცინებ, როცა უბედურება დაგატყდებათ;
დაგცინებთ, როცა შეგემთხვევათ ის, რისიც გეშინიათ,+
27 როცა ქარიშხალივით დაგატყდებათ ის, რაც გაშინებთ,
როცა გრიგალივით მოვარდება თქვენი უბედურება,
როცა მწუხარებისა და გასაჭირის ჟამი დაგიდგებათ.
28 მაშინ დამიძახებენ, მაგრამ ხმას არ გავცემ.
ძებნას დამიწყებენ, მაგრამ ვერ მიპოვიან,+
და იეჰოვას შიში არ ინდომეს.+
30 ყური არ ათხოვეს ჩემს რჩევას
და ჩემი შეგონება არად ჩააგდეს.
32 გამოუცდელებს სიჯიუტე დაღუპავს
და სულელებს თვითკმაყოფილება მოსპობს.