გამოსვლა
40 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „პირველი თვის პირველ დღეს გაშალე შეხვედრის კარავი.+ 3 მოათავსე შიგნით მოწმობის კიდობანი+ და ჩამოაფარე გამყოფი ფარდა.+ 4 შემდეგ შეიტანე მაგიდა+ და ზედ დაალაგე ის, რაც მასზე უნდა ელაგოს. შეიტანე სალამპრე+ და აანთე მისი ლამპრები.+ 5 დადგი ოქროს საკმევლის სამსხვერპლო+ მოწმობის კიდობნის მოპირდაპირედ და კარვის შესასვლელში ფარდა ჩამოკიდე.+
6 შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ დადგი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო.+ 7 შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის დადგი აუზი და შიგ წყალი ჩაასხი.+ 8 შემოღობე ეზო+ და ეზოს შესასვლელში ფარდა ჩამოკიდე.+ 9 აიღე საცხები ზეთი+ და სცხე კარავს და ყველაფერს, რაც მასშია.+ განწმინდე ის და მთელი მისი მოწყობილობა, რათა წმინდა იყოს. 10 სცხე ზეთი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსაც და მთელ მის მოწყობილობასაც. განწმინდე სამსხვერპლო, რათა წმინდა იყოს.+ 11 სცხე ზეთი აუზსაც და მის სადგამსაც, და განწმინდე ის.
12 მიიყვანე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან და დაიბანონ.+ 13 შემოსე აარონი წმინდა სამოსლით.+ ზეთი სცხე მას+ და განწმინდე, რათა მღვდლად მემსახუროს. 14 შემდეგ მიიყვანე მისი ვაჟები და შემოსე ისინი გრძელი სამოსლით.+ 15 ზეთი მათაც სცხე, როგორც მათ მამას,+ რათა მღვდლებად მემსახურონ. მათთვის ზეთის ცხება იმის ნიშანი იქნება, რომ ისინი და მათი შთამომავლები მღვდლებად იმსახურებენ თაობიდან თაობაში“.+
16 მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა,+ ზუსტად ისე გააკეთა.
17 მეორე წლის პირველი თვის პირველ დღეს გაშალეს კარავი.+ 18 კარვის გაშლას რომ შეუდგა, დააწყო მოსემ მისი საყრდენები+ და შიგ ჩარჩოები ჩადგა;+ რგოლებში ძელები+ გაუყარა და სვეტები აღმართა. 19 გადააფარა კარავს+ გადასაფარებლები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
20 აიღო მოწმობის ფილები,+ ჩადო კიდობანში,+ გაუყარა კიდობანს კეტები+ და სახურავი დააფარა.+ 21 იეჰოვას ბრძანებისამებრ შეიტანა კიდობანი კარავში, ჩამოკიდა გამყოფი ფარდა+ ისე, რომ კიდობანი აღარ გამოჩენილიყო.+
22 დადგა მაგიდა+ შეხვედრის კარავში, კარვის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარდის აქეთ, 23 და ზედ პური+ დააწყო იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
24 დადგა სალამპრე+ შეხვედრის კარავში მაგიდის წინ, კარვის სამხრეთ ნაწილში. 25 შემდეგ აანთო ლამპრები+ იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
26 დადგა ოქროს სამსხვერპლო+ შეხვედრის კარავში ფარდის აქეთ 27 სურნელოვანი საკმევლის+ საკმევად,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
28 ბოლოს კარვის შესასვლელში ფარდა+ ჩამოკიდა.
29 დადგა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ, რათა მასზე დასაწვავი მსხვერპლი+ და მარცვლეული შესაწირავი შეეწირა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
30 დადგა აუზი შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხა დასაბანად.+ 31 დაიბანეს ხელ-ფეხი მოსემ, აარონმა და მისმა ვაჟებმა. 32 ვიდრე შეხვედრის კარავში შევიდოდნენ ან სამსხვერპლოსთან მივიდოდნენ, ხელ-ფეხს იბანდნენ,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
33 ბოლოს კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზო მოაწყო+ და შემოღობა; ეზოს შესასვლელში ფარდა ჩამოკიდა.+
ასე დაასრულა მოსემ დავალებული საქმე. 34 ღრუბელი ჩამოწვა შეხვედრის კარავზე და კარავი იეჰოვას სიდიადით აივსო.+ 35 ვეღარ შევიდა მოსე შეხვედრის კარავში, რადგან ღრუბელი იყო დავანებული კარავზე და ის იეჰოვას სიდიადეს აევსო.+
36 როცა ღრუბელი აიწეოდა კარვიდან, ისრაელები შლიდნენ ბანაკს და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ.+ 37 ისინი არ შლიდნენ ბანაკს მანამ, სანამ ღრუბელი არ აიწეოდა.+ 38 დღისით კარვის თავზე იეჰოვას ღრუბელი იყო, ღამით კი — ცეცხლი, რასაც მთელი ისრაელი ხედავდა. ასე გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე.+