აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.
133 რა კარგია და რა სასიამოვნო,
შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!+
2 ეს აარონის თავზე დაღვრილი ძვირფასი ზეთივითაა,+
წვერზე რომ ჩამოსდის,
აარონს რომ ჩამოსდის წვერზე+
და ეწვეთება მისი სამოსის საყელოს.
3 ეს ხერმონის+ ნამივითაა,
სიონის მთებს+ რომ ეფინება.
სწორედ იქიდანაა იეჰოვას კურთხევა —
მარადიული სიცოცხლე!