ქებათა ქება
4 „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!
რა ლამაზი ხარ!
თვალები პირბადის მიღმა მტრედისას მიგიგავს.
შენი თმა თხის ფარას ჰგავს,
გალაადის მთებიდან კუნტრუშით რომ ეშვება.+
2 კბილები ახალგაპარსულ,
დაბანილ ცხვრებს მიგიგავს,
თითოეული ტყუპს რომ იგებს
და არცერთი ნაშიერი რომ არ ეკარგება.
3 ტუჩები ალისფერ ძაფს მიგიგავს;
შენი საუბარი ტკბილია.
პირბადის მიღმა ღაწვები
ბროწეულის ნახლეჩებს მიგიგავს.
4 შენი კისერი+ დავითის კოშკს ჰგავს,+
ქვებით მწყობრად ნაშენს,
ათასი ფარი რომ ჰკიდია მასზე,
ვაჟკაცთა მრგვალი ფარები.+
დაეშვი ამანის მწვერვალიდან,
სენირის მწვერვალიდან, ხერმონის მწვერვალიდან,+
ლომთა ბუნაგებიდან და ჯიქთა მთებიდან.
9 შენ ამიძგერე გული,+ ჩემო დაო, ჩემო საცოლევ,
შენმა ერთმა გამოხედვამ ამიძგერა გული,
შენი მძივის ერთმა მარცვალმა.
10 რა სასიამოვნოა შენი ალერსი,+ ჩემო დაო, ჩემო საცოლევ!
11 ბაგეებიდან ფიჭის თაფლი+ გდის, ჩემო საცოლევ!
რძე და თაფლი გაქვს ენაზე.+
შენი სამოსი ლიბანის სურნელებას აფრქვევს.
12 ჩაკეტილი ბაღია ჩემი და, ჩემი საცოლე,
ჩაკეტილი ბაღია და დალუქული წყარო.
14 ნარდი+ და ზაფრანა, ლერწამი+ და დარიჩინი,+
ყველანაირი გუნდრუკის ხე, ზმირინი და ალოე,+
ყოველგვარი სურნელოვანი მცენარე.+
16 გამოიღვიძე, ჩრდილოეთის ქარო,
მოდი, სამხრეთის ქარო!
იქროლე ჩემს ბაღში!
დაე იფრქვეოდეს მისი სურნელი“.
„მოვიდეს ჩემი სატრფო თავის ბაღში
და შეექცეს საუკეთესო ხილს“.