ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი*.
44 ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ,
ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ+
იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს,
დიდი ხნის წინათ.
შენ დაამარცხე და განდევნე ერები.+
8 ღმერთს შევასხამთ ხოტბას მთელი დღე;
მარადიულად განვადიდებთ შენს სახელს. (სელა)
9 ახლა კი მიგვაგდე და დაგვამცირე,
არ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს.
13 ჩვენი თავი შეაძულე მეზობლებს,
დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი.
15 მთელი დღე თავს დამცირებულად ვგრძნობ,
სირცხვილის გრძნობა არ მშორდება,
16 მათი დაცინვისა და შეურაცხყოფის გამო,
ჩვენი მტრის, ჩვენზე შურისმაძიებლის გამო.
18 ორგულები არ გავმხდარვართ,
არ გადაგვიხვევია შენი ბილიკიდან.
19 მაგრამ იქ შეგვმუსრე, სადაც ტურებს დაუდვიათ ბინა,
წყვდიადით დაგვფარე.
20 რომ დაგვევიწყებინა ჩვენი ღვთის სახელი
ანდა სხვა ღმერთებისკენ აღგვეპყრო ხელები,
21 განა ღმერთი ვერ შენიშნავდა ამას?!
მან უწყის გულის საიდუმლოებანი.+
22 შენი გულისთვის ყოველდღე სასიკვდილოდ გვიმეტებენ,
დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ.+
23 გამოიღვიძე, იეჰოვა, რატომ გძინავს?+
გამოიღვიძე, სამუდამოდ ნუ დაგვყრი!+
24 ზურგს რატომ გვაქცევ?
რატომ ივიწყებ ჩვენს გაჭირვებასა და ჩაგვრას?