ნეემია
8 მთელი ხალხი შეიკრიბა წყლის კარიბჭის+ წინ მოედანზე და უთხრეს გადამწერ ეზრას,+ რომ მოეტანა იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული+ მოსეს კანონის+ წიგნი. 2 მღვდელმა ეზრამ მე-7 თვის პირველ დღეს+ გამოიტანა კანონი მთელი ხალხის+ — კაცების, ქალებისა და მათ წინაშე, ვინც ჩასწვდებოდა მოსმენილს. 3 გამთენიიდან შუადღემდე ხმამაღლა კითხულობდა ეზრა+ წყლის კარიბჭის წინ მოედანზე, კაცების, ქალებისა და მათ წინაშე, ვინც სწვდებოდა მოსმენილს; ხალხი ყურადღებით ისმენდა+ კანონის წიგნიდან წაკითხულს. 4 გადამწერი ეზრა საგანგებოდ გაკეთებულ ხის კვარცხლბეკზე იდგა. მას მარჯვნივ ედგნენ მათითია, შემა, ანაია, ურია, ხილკია და მაასეია, მარცხნივ კი — ფედაია, მიშაელი, მალქია,+ ხაშუმი, ხაშ-ბადანა, ზაქარია და მეშულამი.
5 გაშალა ეზრამ გრაგნილი და მთელმა ხალხმა დაინახა ეს, რადგან ეზრა ყველაზე მაღლა იდგა; ყველა ფეხზე წამოდგა. 6 განადიდა ეზრამ დიდებული ღმერთი იეჰოვა, რაზეც ხალხმა თქვა: „ამინ! ამინ!“+ და ყველამ ხელები ზეცად აღაპყრო. შემდეგ მათ მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ იეჰოვას წინაშე. 7 ლევიანები — იეშუა, ბანი, შერებია,+ იამინი, აკუბი, შაბეთაი, ჰოდია, მაასეია, კელიტა, აზარია, იოზაბადი,+ ხანანი და ფელაია — კანონს განუმარტავდნენ ფეხზე მდგომ ხალხს.+ 8 ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ და განმარტავდნენ, რომ ხალხს გაეგო წაკითხული.+
9 მთელი ხალხი ტიროდა, როცა ისმენდნენ კანონში ჩაწერილ სიტყვებს. თირშათა* ნეემიამ, მღვდელმა და გადამწერმა ეზრამ+ და ლევიანებმა, რომლებიც ხალხს ასწავლიდნენ, მიმართეს მათ: „ეს დღე წმინდაა იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის,+ ამიტომ ნუ ტირით და ნუ გლოვობთ!“ 10 ნეემიამ უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ საუკეთესო საჭმელი+ და დალიეთ ტკბილი სასმელი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი აქვს, რომ მოამზადოს! წმინდაა ეს დღე ჩვენი უფლისთვის, ნუ დამწუხრდებით, რადგან იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა*!“ 11 ლევიანები აწყნარებდნენ ხალხს და ეუბნებოდნენ: „დამშვიდდით, ნუ ტირით, წმინდაა ეს დღე!“ 12 წავიდა მთელი ხალხი საჭმელ-სასმელად, სხვებისთვის მოსაკითხის გასაგზავნად და სამხიარულოდ,+ რადგან ჩასწვდნენ მათთვის ნათქვამის არსს.+
13 მეორე დღეს საგვარეულოთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა გადამწერ ეზრასთან მოიყარეს თავი, რათა უკეთ ჩასწვდომოდნენ კანონს. 14 იეჰოვას მიერ მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონში ისრაელებმა აღმოაჩინეს, რომ მე-7 თვის დღესასწაულის დროს მათ კარვებში უნდა ეცხოვრათ+ 15 და გამოეცხადებინათ+ იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში: „წადით მთიან მხარეში და მოიტანეთ ზეთისხილის, ფიჭვის, მირტის, პალმისა და სხვა ხეების ფოთოლხშირი რტოები, რომ დაწერილისამებრ ააგოთ კარვები!“
16 ხალხიც წავიდა და მოიტანა ფოთოლხშირი რტოები, რომ აეგოთ კარვები თავ-თავიანთ ბანებსა და ეზოებში, ღვთის ტაძრის ეზოებში,+ აგრეთვე წყლის კარიბჭისა+ და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.+ 17 ააგეს ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა კარვები და დაიწყეს კარვებში ცხოვრება. იესო+ ნავეს ძის დროიდან მოყოლებული იმ დრომდე მათ ეს დღესასწაული ასე არ აღუნიშნავთ, რის გამოც დიდად ხარობდა ერი.+ 18 ყოველდღიურად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე, ხმამაღლა იკითხებოდა ღვთის კანონი.+ შვიდი დღე იდღესასწაულა ხალხმა, მერვე დღეს კი, წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს.+