ფსალმუნები
ასაფის საგალობელი.+
79 ხალხები შეიჭრნენ შენს სამკვიდროში, ღმერთო,+
წაბილწეს შენი წმინდა ტაძარი,+
ნანგრევებად აქციეს იერუსალიმი.+
5 იეჰოვა, როდემდე იქნები განრისხებული?! მარადიულად?!+
როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა?!+
6 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ,
და სამეფოებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ.+
დროულად გვიყავი წყალობა,+
რადგან უკიდურესად დავძაბუნდით.
9 დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,+
შენი დიდებული სახელის გამო;
გვიხსენი და გვაპატიე ცოდვები შენი სახელის გულისთვის.+
10 რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!+
ჩვენი თვალით დაგვანახვე, როგორ გაიგებენ ხალხები,
რომ შურს იძიებ შენი მსახურების დაღვრილი სისხლის გამო.+
11 მოაღწიოს შენამდე პატიმრის ოხვრამ.+
შენი ძალით იხსენი სიკვდილმისჯილნი.+