ესაია
15 მოაბისთვის გამოტანილი განაჩენი:+
დადუმდა მოაბის არი,+
რადგან ერთ ღამეში გაიძარცვა;
დადუმდა მოაბის კირი,+
რადგან ერთ ღამეში გაიძარცვა.
მოთქვამს მოაბი ნებოსა+ და მედების გამო;+
ყველა თავი გადაპარსულია+ და ყველა წვერი — შეკრეჭილი.+
3 ქუჩებში ჯვალოს სამოსი მოსავთ.
ბანებსა და მოედნებზე ყველა მოთქვამს,
ტირილით ეშვებიან დაბლა.+
ამიტომ გაჰყვირიან მოაბის მეომრებიც;
თრთის მოაბი.
5 ღრიალებს ჩემი გული მოაბის გამო.
ცოარამდე+ და ეგლათ-შელიშიამდე+ მიაღწიეს გაქცეულებმა.
გლოვა-გოდებით ადიან ლუხითის აღმართზე;
ყვირიან ამ უბედურების გამო ხორონაიმისკენ მიმავალ გზაზე.+
7 ამიტომ მიაქვთ დარჩენილი მარაგი და ქონება;
კვეთენ ვერხვების ხევს.
8 მთელ მოაბში გაისმის ყვირილი;+
ეგლაიმამდე აღწევს მოთქმა,
ბეერ-ელიმს მისწვდა გოდება.
9 სისხლით შეიღება დიმონის წყლები,
თუმცა ამას არ ვაკმარებ დიმონს:
ლომებს მივუსევ გადარჩენილ მოაბელებსა
და იმ მიწაზე დარჩენილებს.+