სამუელი — წიგნი პირველი
12 მიმართა სამუელმა მთელ ისრაელს: „შეგისრულეთ სათხოვარი და მეფე დაგიყენეთ.+ 2 აი აქ არის მეფე, რომელიც წაგიძღვებათ!+ მე მოვხუცდი, გავჭაღარავდი, ჩემი ვაჟები კი თქვენ შორის არიან.+ სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.+ 3 აქა ვარ, მამხილეთ იეჰოვასა და მისი ცხებულის წინაშე,+ თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან ვირი+ ან თუ გამომიძალავს ვინმესთვის რამე და თუ დამიჩაგრავს ვინმე, ანდა, თუ ამიღია ვინმესგან ქრთამი და დამიხუჭავს თვალი დანაშაულზე,+ და აგინაზღაურებთ!“+ 4 მათ მიუგეს: „არც არავისთვის გამოგიძალავს რამე, არც დაგიჩაგრივართ და არც არავისგან აგიღია ქრთამი!“ 5 მან უთხრა მათ: „იეჰოვაა მოწმე და მისი ცხებულიც მოწმეა დღეს, რომ ვერაფერში დამდეთ ბრალი!“ მათ მიუგეს: „მოწმეა!“
6 სამუელმა უთხრა ხალხს: «მოწმეა იეჰოვა, რომელმაც მოსესა და აარონის მეშვეობით გამოიყვანა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან.+ 7 დადექით, რომ განგსაჯოთ იეჰოვას წინაშე; იეჰოვას ხომ სიკეთე არ დაუკლია თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის!
8 როცა იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა+ და თქვენმა მამა-პაპამ იეჰოვას შველა სთხოვა,+ გაგზავნა იეჰოვამ მოსე+ და აარონი, რომ გამოეყვანათ თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაესახლებინათ,+ 9 მაგრამ დაივიწყეს მათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი, და მანაც ჩაუგდო+ ისინი ხელში ხაცორის ჯარის მხედართმთავარს, სისერას,+ ფილისტიმელებსა+ და მოაბის მეფეს,+ და ებრძოდნენ ისინი ისრაელებს. 10 შველა სთხოვეს იეჰოვას:+ „შევცოდეთ,+ რადგან მივატოვეთ იეჰოვა და ბაალისა+ და აშთორეთის კერპებს+ ვემსახურებოდით. გვიხსენი ჩვენი მტრის ხელიდან, რომ შენ გემსახუროთ!“ 11 იეჰოვამ ჯერ იერუბაალი გამოგიგზავნათ,+ მერე ბედანი, იფთახი+ და ბოლოს მე+ გამომგზავნა, რომ ეხსენით მტრების ხელიდან და უსაფრთხოდ გეცხოვრათ.+ 12 როცა დაინახეთ, რომ ამონელთა მეფე ნახაში+ გამოვიდა თქვენთან შესაბრძოლებლად, მეუბნებოდით, მაინც გვინდა მეფეო,+ არადა, იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იყო თქვენი მეფე.+ 13 აი მეფე, რომელიც გსურდათ და რომელსაც ითხოვდით! იეჰოვამ დაგისვათ მეფე!+ 14 თუ გექნებათ იეჰოვას შიში,+ მას ემსახურებით,+ დაემორჩილებით+ და არ ეურჩებით იეჰოვას ბრძანებებს, და, თუ თქვენ და თქვენი მეფე თქვენს ღმერთს, იეჰოვას, უერთგულებთ, ხომ კარგი; 15 მაგრამ, თუ არ გაუგონებთ იეჰოვას და ეურჩებით იეჰოვას ბრძანებას, მაშინ იეჰოვა დაგსჯით თქვენც და თქვენს მამებსაც.+ 16 ახლა დადექით და უყურეთ, რა დიდებულ საქმეს მოიმოქმედებს იეჰოვა თქვენ თვალწინ! 17 დღეს ხომ ხორბლის მკის დღეა?! მოვუხმობ იეჰოვას, რომ ჭექა-ქუხილი და წვიმა მოავლინოს; მაშინ გაიგებთ და დაინახავთ, რამხელა ბოროტება ჩაიდინეთ იეჰოვას თვალში, მეფე რომ მოითხოვეთ!»+
18 მოუხმო სამუელმა იეჰოვას და მოავლინა იეჰოვამ ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს; ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელის. 19 სთხოვა ხალხმა სამუელს: „შეევედრე იეჰოვას, შენს ღმერთს, შენი მსახურების გულისთვის,+ რადგან არ გვინდა სიკვდილი; ჩვენს ცოდვებს ხომ ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ!“
20 უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ! ეს ბოროტება კი ჩაიდინეთ, მაგრამ მთავარია, არ განუდგეთ იეჰოვას+ და მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას.+ 21 არ ემსახუროთ უსარგებლო კერპებს,+ რომელთაც არ შეუძლიათ თქვენი ხსნა, რადგან არარაობა არიან.+ 22 არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს+ თავისი დიდებული სახელის გამო,+ რადგან იეჰოვამ მოისურვა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით.+ 23 როგორ შევცოდო იეჰოვას და შევწყვიტო თქვენთვის ლოცვა?! კვლავაც წაგიძღვებით სწორ და სასიკეთო გზაზე, 24 ოღონდ გეშინოდეთ იეჰოვასი+ და ერთგულად, მთელი გულით, ემსახურეთ მას, რადგან ხედავთ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის;+ 25 მაგრამ, თუ ჯიუტად განაგრძობთ ბოროტების ჩადენას, მოისპობით+ თქვენცა და თქვენი მეფეც!“+