ნაუმი
2 გამფანტავმა შენ* წინააღმდეგ გამოილაშქრა.+
დაიცავი ციხესიმაგრენი!
თვალი არ მოაცილო გზას!
ძალა მოიკრიბე და გამაგრდი!
2 იეჰოვა ისრაელთან ერთად
3 წითლად შეღებილა მის მებრძოლთა ფარები.
შინდისფრად შემოსილან მისი მეომრები.
ცეცხლივით ელვარებს საომარ ეტლთა რკინის აღჭურვილობა,
როცა ის საბრძოლველად ემზადება;
ღვიის შუბებს იქნევენ ისინი.
4 ქუჩებში საომარი ეტლები გაშმაგებით დაქრიან;
მოედნებზე დაგრიალებენ.
ანთებული ჩირაღდნებივით ანათებენ და ელვის სისწრაფით მიქრიან.
5 ის მოუხმობს თავის დიდებულთ;
წაიფორხილებენ ისინი სვლისას.
გალავნისკენ მიიჩქარიან,
რომ სავალი ჩახერგონ.
6 გაიხსნება მდინარის ბჭენი
და დაინგრევა სასახლე.
7 გადაწყვეტილია ეს. გაშიშვლებულია იგი,
ტყვედაა წაყვანილი, მისი მოახლეები კი კვნესიან;
მკერდში მჯიღს იცემენ და მტრედის ხმას გამოსცემენ.
შეჩერდით, შეჩერდითო,
მაგრამ კაციშვილი არ ბრუნდება უკან.+
9 დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო!
იქ აურაცხელი განძეულია;
იქაურობა ძვირფასი ნივთებითაა სავსე.
10 დაცარიელდა, გაუდაბურდა და აოხრდა ქალაქი!+
შიშისაგან გული უთრთით, მუხლები ეკვეთებათ, თეძოები უცახცახებთ,
სახეები ალეწვიათ.
11 სადღაა ლომთა ბუნაგი,+ სადაც ლომები იკვებებოდნენ,
სადაც ლომი თავის ბოკვრებთან ერთად დადიოდა
და ვერავინ აფრთხობდა მათ?!
12 ლომი თავისი ბოკვრებისთვის სამყოფ ნანადირევს გლეჯდა
და თავისი ძუ ლომებისთვის მსხვერპლს ახრჩობდა.
თავის ბუნაგს ნანადირევით ავსებდა
და თავის სამალავს — დაგლეჯილი ცხოველებით.
13 „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ —
დავწვავ და კვამლში გავხვევ შენს საომარ ეტლებს.+
მახვილი მოუღებს ბოლოს შენს ლომებს.
დედამიწაზე ვეღარსად ინადირებ
და აღარ გაისმება შენი მაცნეების ხმა“.+