იესო ნავეს ძე
16 იმ მიწის საზღვარი, რომელიც იოსების შთამომავლებს+ ხვდათ წილად,+ იწყებოდა იორდანიდან (იერიხონის მახლობლად), გრძელდებოდა იერიხონის აღმოსავლეთით მდებარე წყაროებამდე და უდაბნოს გავლით იერიხონიდან ბეთელის+ მთიან მხარეში ადიოდა. 2 ლუზის მახლობლად მდებარე ბეთელიდან მისი საზღვარი არქიელების საზღვრამდე, ატაროთამდე, მიდიოდა, 3 ეშვებოდა დასავლეთით იაფლეტელთა საზღვრამდე, ქვემო ბეთ-ხორონის+ საზღვრამდე და გეზერამდე,+ და ზღვასთან მთავრდებოდა.
4 დაეუფლნენ ამ მიწას იოსების შთამომავლები,+ მენაშესა და ეფრემის ტომები.+ 5 ეფრემის შთამომავლების საზღვარი მათი შტოების მიხედვით ასეთი იყო: აღმოსავლეთით მათი სამკვიდროს საზღვარი გადიოდა ატაროთ-ადარზე+ და ადიოდა ზემო ბეთ-ხორონამდე;+ 6 საზღვარი ზღვამდე გრძელდებოდა. ჩრდილოეთით იყო მიქმეთათი,+ საიდანაც საზღვარი აღმოსავლეთით თაანათ-შილოსკენ უხვევდა და აღმოსავლეთით იანოახისკენ მიდიოდა, 7 იანოახიდან ატაროთსა და ნაარამდე ეშვებოდა, იერიხონამდე+ გრძელდებოდა და იქიდან იორდანემდე მიდიოდა; 8 საზღვარი თაფუახიდან+ კანის ხევამდე მიდიოდა დასავლეთით და ზღვასთან მთავრდებოდა.+ ეს არის ეფრემის ტომის სამკვიდრო მისი შტოების მიხედვით. 9 ეფრემის შთამომავლებს მენაშეს+ სამკვიდროშიც ჰქონდათ გამოყოფილი ქალაქები თავის დასახლებებით.
10 არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელები;+ ისინი დღემდე ეფრემელებს შორის ცხოვრობენ+ და მძიმე სამუშაოს ასრულებენ.+