ქებათა ქება
შევაგროვე ზმირინი და სხვა სურნელოვანი მცენარეები.+
შევჭამე ჩემი ფიჭა და თაფლი.
დავლიე ჩემი ღვინო და რძე“.+
„ჭამეთ, მეგობრებო!
სვით და ალერსით დათვერით!“+
2 «მძინავს, მაგრამ ჩემს გულს არ სძინავს.+
აი, აკაკუნებს ჩემი სატრფო:
„გამიღე, ჩემო დაო, ჩემო საყვარელო,
ჩემო მტრედო, ჩემო უმანკოვ!
თავი დაცვარული მაქვს,
კულულები — ღამის+ ცვრით დანამული“.
3 გავიხადე ჩემი გრძელი სამოსელი.
ისევ ჩავიცვა?!
ფეხები დავიბანე.
ისევ დავისვარო?!
4 ჩემმა სატრფომ კარის ღრიჭოს ხელი მოაცილა
და გული ამიძგერდა.
კარის სახელურს ეწვეთებოდა.
6 გავუღე ჩემს სატრფოს,
მაგრამ გაბრუნდა, წავიდა ჩემი სატრფო.
მისმა წასვლამ გული მომიკლა*.
ვეძებე, მაგრამ ვერსად ვპოვე;+
დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა.
7 შემომხვდნენ ქალაქის შემოსავლელად გამოსული გუშაგები.
დამარტყეს, დამჭრეს.
გალავნის გუშაგებმა წამართვეს მოსასხამი.
8 გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო,
თუ ჩემს სატრფოს იპოვით,
უთხარით, რომ სიყვარულმა დამასნეულა».
9 „რითი სჯობია შენი სატრფო სხვისას,
ქალთა შორის ულამაზესო?!
რითი სჯობია შენი სატრფო სხვისას,
ასე რომ დაგვაფიცე?!“
10 „ჩემი სატრფო თვალწარმტაცია, წითური პირისახისა,
ათი ათასში გამორჩეული.
11 მისი თავი ოქროა, ხალასი ოქრო;
მისი კულულები პალმის რტოებივით* ირხევა;
მისი თმა ყორანივით შავია.
მისი ტუჩები შროშნებია და ზმირინი წვეთავს მათგან.+
14 მისი თლილი თითები ოქროსია, ქრიზოლითით მოოჭვილი;
მისი მუცელი სპილოს ძვლისაა, საფირონით შემკული.
15 ფეხები მარმარილოს სვეტებს მიუგავს, ხალასი ოქროს საყრდენებზე მდგარს.
ლიბანს ჩამოჰგავს, კედარივითაა, უბადლო.+
ის ჩემი სატრფოა, ჩემი სიყვარული, იერუსალიმის ასულნო“.