ამოსი
9 ვიხილე იეჰოვა+ სამსხვერპლოს თავზე გაჩერებული. მან თქვა: „დაჰკარი ბუღაურს და შეირყევა ზღურბლები, წაჰკვეთე სვეტებს თავები. დარჩენილ ხალხს მახვილით დავხოცავ. გაქცეული თავს ვერ უშველის, ვერავინ გადაირჩენს თავს.+
იქიდანაც ჩამოვიყვან.
ზღვის ფსკერზეც რომ დაემალონ ჩემს თვალს,
ვუბრძანებ გველს და იქ დაკბენს მათ.
4 ტყვეობაშიც რომ წაასხან მტრებმა,
ვუბრძანებ მახვილს და იქ დახოცავს მათ;+
თვალს დავიჭერ მათზე მათდა საუბედუროდ და არა სასიკეთოდ.+
5 უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ეხება დედამიწას და დნება იგი;+
იგლოვებს ყველა მისი მკვიდრი,+
მთლიანად ადიდდება ნილოსივით
და დაშოშმინდება ეგვიპტის ნილოსივით.+
6 ის თავისთვის აგებს საფეხურებს ზეცაში
და თაღს ჭიმავს დედამიწის თავზე,
უხმობს ზღვის წყლებს, რათა გადმოღვაროს მიწის პირზე+ —
იეჰოვაა მისი სახელი.+
7 განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელებო?! — ამბობს იეჰოვა. —
მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ იაკობის შთამომავლებს,+ — ამბობს იეჰოვა. —
9 აი, ვბრძანებ
და გავაბნევ* ისრაელის შთამომავლებს ყველა ხალხში,+
როგორც საცერს არხევენ ხოლმე და კენჭიც არ ვარდება მიწაზე.
10 მახვილით დაიხოცება ყველა ცოდვილი ჩემს ხალხში,
რომლებიც ამბობენ, არ მოგვეკარება და არ გვეწევაო უბედურება.
11 იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს,+
ამოვავსებ ბზარებს,
აღვადგენ მის ნანგრევებს
და ისეთს ავაშენებ, როგორიც ძველად იყო,+
12 რათა დაეპატრონონ ედომიდან გადარჩენილთ,+
და ყველა ერს, ჩემი სახელით წოდებულს, — ამბობს იეჰოვა, რომელიც ამას იქმს.
13 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, —
როცა მხვნელი თავს წამოადგება მომკელს,
ყურძნის მწურავი კი — მთესველს;+
ახალი ღვინო მთებიდან ჩამოწვეთავს+
და გორებიდან იდინებს.+