მატიანე — წიგნი პირველი
14 ტვიროსის მეფე ხირამმა+ მაცნეები გაუგზავნა დავითს, აგრეთვე კედრის მორები, კალატოზები და დურგლები მისთვის სასახლის ასაშენებლად.+ 2 მიხვდა დავითი, რომ იეჰოვამ განამტკიცა მისი მეფობა ისრაელში,+ რადგან დიდად აღაზევა იგი თავისი ხალხის, ისრაელის გულისთვის.+
3 იერუსალიმშიც მოიყვანა დავითმა ცოლები+ და კიდევ შეეძინა ვაჟები და ასულები.+ 4 იერუსალიმში მას შეეძინა:+ შამუა, შობაბი, ნათანი,+ სოლომონი,+ 5 იბხარი, ელიშუა, ელფელეტი, 6 ნოგა, ნეფეგი, იაფია, 7 ელიშამა, ბეელიადა და ელიფელეტი.
8 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და წავიდნენ მასთან შესაბრძოლებლად.+ როცა დავითმა ეს ამბავი შეიტყო, მათთან საბრძოლველად გაემართა. 9 მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე დაიწყეს თარეში.+ 10 დაეკითხა დავითი ღმერთს: „შევებრძოლო ფილისტიმელებს? ჩამიგდებ მათ ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „შეებრძოლე, ხელში ჩაგიგდებ მათ!“+ 11 მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და გაანადგურა ისინი. მაშინ თქვა დავითმა, ღმერთმა ისე გაარღვია ჩემი ხელით ჩემი მტრის რიგები, როგორც წყალი არღვევსო ზღუდეს. ამიტომაც უწოდეს იმ ადგილს ბაალ-ფერაციმი*. 12 იქ დატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები, დავითის ხალხმა კი მისი ბრძანებით ცეცხლს მისცა ისინი.+
13 მოგვიანებით კვლავ გავიდნენ ფილისტიმელები სათარეშოდ იმავე ველზე.+ 14 ისევ დაეკითხა დავითი ღმერთს, ღმერთმა კი მიუგო: „პირისპირ ნუ შეებმები, ზურგიდან მოუარე და ბაქა-ბუჩქებთან* დაესხი თავს.+ 15 როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ისეთი ხმა შემოგესმება, თითქოს ლაშქარი მოდისო, მაშინვე შეუტიე, რადგან ღმერთი წაგიძღვება ფილისტიმელთა ლაშქრის გასანადგურებლად“.+ 16 დავითიც ღვთის ბრძანებისამებრ მოიქცა+ და გაბაონიდან გეზერამდე+ მუსრავდა ფილისტიმელთა ჯარს. 17 საქვეყნოდ გაითქვა სახელი დავითმა და იეჰოვამ ყველა ერს მისი შიში მოჰგვარა.+