მატიანე — წიგნი პირველი
13 ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებსა და სხვა წინამძღოლებს.+ 2 მიმართა დავითმა მთელ ისრაელს: „თუ თქვენ თანახმანი იქნებით და, თუ ეს მოსაწონი იქნება იეჰოვასთვის, ჩვენი ღვთისთვის, შევუთვალოთ ჩვენს მოძმეებს ისრაელის ყველა მხარეში, აგრეთვე მღვდლებსა და ლევიანებს თავ-თავიანთ ქალაქებში*,+ რომ შემოგვიერთდნენ 3 და ერთად დავაბრუნოთ ჩვენი ღვთის კიდობანი“.+ ეს იმიტომ თქვა, რომ საულის დროს არავის გახსენებია ის.+ 4 მთელმა ხალხმა მოიწონა ეს აზრი და განაცხადა, ასეც მოვიქცეთო. 5 დავითმაც შეკრიბა მთელი ისრაელი ეგვიპტის მდინარიდან ლებო-ხამათამდე,+ რომ წამოეღოთ ღვთის კიდობანი კირიათ-იეარიმიდან.+
6 მთელ ისრაელთან ერთად გაემართა დავითი ბაალასკენ,+ იუდაში მდებარე კირიათ-იეარიმისკენ, ღვთის კიდობნის წამოსაღებად, რომლის წინაშეც ხალხი ქერუბიმებს ზემოთ* ტახტზე მჯდომი+ ღვთის სახელს, იეჰოვას, უხმობს. 7 ღვთის კიდობანი ახალ ურემზე დადეს+ და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან. ურემს უზა და ახიო მოუძღოდნენ.+ 8 დავითი და მთელი ისრაელი ზეიმობდნენ ღვთის წინაშე; მთელი გულით მღეროდნენ, უკრავდნენ ქნარებსა თუ სხვა სიმებიან საკრავებს, დაირებს,+ წინწილებსა+ და საყვირებს.+ 9 ქიდონის კალოსთან რომ მივიდნენ, უზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ ჩამოაგდო საქონელმა. 10 განრისხდა იეჰოვა უზაზე და იქვე დასცა, რადგან ხელი შეაშველა მან კიდობანს;+ იქვე, ღვთის წინაშე, მოკვდა ის.+ 11 გული მოუვიდა დავითს, იეჰოვა რომ განურისხდა უზას; იმ ადგილს დღემდე ფერეც-უზა* ეწოდება.
12 შეეშინდა იმ დღეს დავითს ღვთისა და თქვა: „როგორღა წავიღო ღვთის კიდობანი ჩემთან!“+ 13 აღარ წაიღო მან კიდობანი თავისთან, დავითის ქალაქში; ის გათელი ობედ-ედომის სახლში გადაატანინა. 14 სამი თვე იყო ღვთის კიდობანი ობედ-ედომის ოჯახში, მის სახლში; კურთხევას არ აკლებდა იეჰოვა ობედ-ედომის სახლეულობასა და მთელ მის საბადებელს.+