მატიანე — წიგნი მეორე
3 დაიწყო სოლომონმა იეჰოვას ტაძრის შენება+ იერუსალიმში, მორიას მთაზე,+ სადაც იეჰოვა გამოეცხადა მამამისს, დავითს,+ იმ ადგილზე, რომელიც დავითმა იებუსელი ორნანის კალოზე+ მოამზადა. 2 მან მშენებლობა დაიწყო თავისი მეფობის მე-4 წლის მე-2 თვის მე-2 დღეს. 3 სოლომონის მიერ ღვთის ტაძრისთვის ჩაყრილი საძირკველი სიგრძით 60 წყრთა იყო, სიგანით კი — 20 წყრთა,+ ძველი საზომით*. 4 წინკარის სიგრძე ტაძრის სიგანის მსგავსად 20 წყრთა იყო, სიმაღლე კი — 20*. მან შიგნიდან ხალასი ოქროთი მოავარაყა ის.+ 5 დიდი დარბაზი სოლომონმა ღვიის ხით მოაპირკეთა, შემდეგ კი ხალასი ოქროთი მოავარაყა,+ მასზე პალმები ამოკვეთა+ და ჯაჭვები გაუკეთა.+ 6 ტაძარი ძვირფასი ქვებით შეამკო;+ ოქრო+ ფარვაიმიდან იყო ჩამოტანილი. 7 მან ოქროთი მოავარაყა ტაძარი, მისი კოჭები, ზღურბლები, კედლები და კარები;+ კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.+
8 მან გააკეთა წმინდათაწმინდა.+ მისი სიგრძე ტაძრის სიგანის მსგავსად 20 წყრთა იყო, სიგანეც — 20 წყრთა. მან ის 600 ტალანტი* ხალასი ოქროთი მოავარაყა.+ 9 ლურსმნებისთვის გამოყენებული ოქროს წონა 50 შეკელი* იყო. მან ზედა ოთახებიც ოქროთი მოავარაყა.
10 წმინდათაწმინდისთვის მან ორი ქერუბიმი გააკეთა და ოქროთი მოავარაყა.+ 11 ქერუბიმების ფრთების+ სიგრძე ერთად 20 წყრთა იყო; პირველი ქერუბიმის ერთი ფრთა 5 წყრთა იყო და ტაძრის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც 5 წყრთა იყო და მეორე ქერუბიმის ფრთას სწვდებოდა. 12 მეორე ქერუბიმის ერთი ფრთაც 5 წყრთა იყო და ტაძრის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც 5 წყრთა იყო და პირველი ქერუბიმის ფრთას სწვდებოდა. 13 ქერუბიმებს ფრთები 20 წყრთაზე ჰქონდათ გაშლილი. ისინი ფეხზე იდგნენ და დიდი დარბაზისკენ* იყურებოდნენ.
14 მან დაამზადა ფარდა+ ძვირფასი ქსოვილის, იისფერი მატყლის, ლურჯი და შინდისფერი ძაფებისგან, და მასზე ქერუბიმები ამოქარგა.+
15 ტაძრის წინ დასადგმელად 35 წყრთა სიმაღლის ორი სვეტი გააკეთა,+ თითოეულის ბუღაური 5 წყრთა იყო.+ 16 მან ჯაჭვები გააკეთა და სვეტებს ზემოთ შემოავლო; გააკეთა 100 ბროწეულიც და ჯაჭვებს მიამაგრა. 17 სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ; მარჯვენას იაქინი* უწოდა, მარცხენას კი — ბოაზი*.