გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.
21 იეჰოვა, შენი ძლიერების გამო ხარობს მეფე,+
დიდად ახარებს, რომ შენ ხარ მხსნელი!+
2 შენ შეუსრულე მას გულის წადილი+
და არ უკუაგდე მისი ბაგიდან გამოსული სათხოვარი. (სელა)
3 უხვი კურთხევებით ეგებები,
ხალასი ოქროს გვირგვინს ადგამ თავზე.+
4 სიცოცხლე გთხოვა და შენც მიეცი,+
დღეგრძელობა უბოძე სამუდამოდ, მარადიულად.
5 დიდად არის განდიდებული, რადგან შენ ხარ მხსნელი.+
ღირსებითა და სიდიადით ამკობ მას.
6 კურთხეული გეყოლება მარადიულად,+
შენ წინაშე ყოფნით ახარებ.+
7 იეჰოვაზეა მეფე მინდობილი,+
უზენაესის ურყევი სიყვარულის წყალობით არ წაიფორხილებს.+
8 შენი ხელი მისწვდება შენს ყველა მტერს,
შენი მარჯვენა მიაკვლევს შენს მოძულეთ.
9 გავარვარებულ ღუმელს დაამსგავსებ მათ, როცა დანიშნულ დროს შეამოწმებ.
განრისხებული შთანთქავს მათ იეჰოვა, ცეცხლი მოუღებს მათ ბოლოს.+
10 აღგვი მათ შთამომავლებს მიწის პირიდან,
მოსპობ მათ მოდგმას ადამიანთაგან.
11 ბოროტება განიზრახეს შენ წინააღმდეგ;+
ვერ განახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს,+
12 რადგან მშვილდს დაუმიზნებ
და უკუაქცევ მათ.+
13 წამოიმართე, იეჰოვა, შენი ძლიერებით!
შენს ძლევამოსილებას ვუგალობებთ.