დაბადება
36 ეს არის ესავის, იგივე ედომის,+ ამბავი.
2 ესავმა ცოლად ქანაანელი ქალები მოიყვანა: ხეთელი ელონის+ ასული ადა,+ ანას ასული ოჰოლიბამა,+ ხიველი ციბეონის შვილიშვილი, 3 და ბასმათი,+ ისმაელის ასული, ნებაიოთის+ და.
4 ესავს ადამ ელიფაზი გაუჩინა, ბასმათმა კი — რეუელი,
5 ოჰოლიბამამ გააჩინა იეუში, იალამი და კორახი.+
ესენი იყვნენ ესავის ვაჟები, რომლებიც ქანაანის მიწაზე შეეძინა. 6 გაეყარა ესავი თავის ძმას, იაკობს, წაიყვანა თავისი ცოლები, ვაჟები და ასულები, თავისი სახლეულობიდან ყველანი, ცხვარ-ძროხა და სხვა პირუტყვი, წაიღო ქანაანში დაგროვილი მთელი სიმდიდრე+ და სხვა მიწისკენ გაემართა.+ 7 ესავსა და იაკობს დიდძალი ქონება ჰქონდათ და ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ; საქონლის სიმრავლის გამო აღარ ჰყოფნიდათ ის მიწა, რომელზეც ხიზნად ცხოვრობდნენ. 8 ესავი სეირის+ მთიან მხარეში დასახლდა. ესავი იგივე ედომია.+
9 ეს არის სეირის+ მთიან მხარეში მცხოვრები ესავის, ედომელთა მამამთავრის, ამბავი.
10 ესავის ვაჟები იყვნენ: ელიფაზი, ესავის ცოლის, ადას, ვაჟი და რეუელი, ესავის ცოლის, ბასმათის, ვაჟი.+
11 ელიფაზის ვაჟები იყვნენ: თემანი,+ ომარი, ცეფო, გათამი და კენაზი.+ 12 ელიფაზის, ესავის ვაჟის, ხარჭა იყო თიმნა. მან ელიფაზს ამალეკი+ გაუჩინა. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ადას, ვაჟები.
13 რეუელის ვაჟები იყვნენ: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის,+ ვაჟები.
14 ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის, ციბეონის შვილიშვილის, ვაჟები, რომლებიც მან ესავს გაუჩინა: იეუში, იალამი და კორახი.
15 ესენი იყვნენ ესავის ვაჟები, თავკაცები,+ ესავის პირმშოს, ელიფაზის, ვაჟები: თემანი, ომარი, ცეფო, კენაზი,+ 16 კორახი, გათამი და ამალეკი. ედომის ქვეყანაში ესენი იყვნენ თავკაცები, ელიფაზის+ ვაჟები, ადას ვაჟები.
17 ესენი იყვნენ ესავის ვაჟის, რეუელის, ვაჟები, თავკაცები: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ედომის+ მიწის თავკაცები, რეუელის ვაჟები, ესავის ცოლის, ბასმათის, ვაჟები.
18 ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ვაჟები, თავკაცები: იეუში, იალამი და კორახი. ესენი იყვნენ თავკაცები, ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის, ვაჟები.
19 ესენი იყვნენ ესავის ვაჟები და თავკაცები. ესავი იგივე ედომია.+
20 ხორიელი სეირის ვაჟები, რომლებიც იმ მიწაზე მკვიდრობდნენ, იყვნენ:+ ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა,+ 21 დიშონი, ეცერი და დიშანი.+ ესენი იყვნენ ედომის მიწის ხორიელი თავკაცები, სეირის ვაჟები.
22 ლოტანის ვაჟები იყვნენ: ხორი და ჰემამი. ლოტანის და იყო თიმნა.+
23 შობალის ვაჟები იყვნენ: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი.
24 ციბეონის+ ვაჟები იყვნენ: აია და ანა. ეს ის ანაა, უდაბნოში ცხელ წყაროებს რომ მიაგნო, როცა მამამისის, ციბეონის, ვირებს მწყემსავდა.
25 ანას შვილები იყვნენ: დიშონი და ოჰოლიბამა, ანას ასული.
26 დიშონის ვაჟები იყვნენ: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.+
27 ეცერის ვაჟები იყვნენ: ბილჰანი, ზაავანი და აკანი.
28 დიშანის ვაჟები იყვნენ: უცი და არანი.+
29 ესენი იყვნენ ხორიელი თავკაცები: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა, 30 დიშონი, ეცერი და დიშანი.+ ესენი იყვნენ ხორიელი თავკაცები სეირის მიწაზე.
31 ესენი იყვნენ ედომის მიწის მეფეები+ იმ დროს, როცა ისრაელებს მეფე ჯერ არ ჰყავდათ.+ 32 ედომში ბეორის ვაჟი ბელა მეფობდა. მის ქალაქს დინჰაბა ერქვა. 33 მოკვდა ბელა და მის შემდეგ ბოცრელი ზერახის ვაჟი იობაბი გამეფდა. 34 მოკვდა იობაბი და მის შემდეგ გამეფდა ხუშამი თემანელთა ქვეყნიდან. 35 მოკვდა ხუშამი და მის შემდეგ ბედადის ვაჟი ჰადადი გამეფდა, რომელმაც მოაბის მიწაზე მიდიანელები+ დაამარცხა. მის ქალაქს ავითი ერქვა. 36 მოკვდა ჰადადი და მის შემდეგ მასრეკელი სამლა გამეფდა. 37 მოკვდა სამლა და მის შემდეგ გამეფდა შაული მდინარისპირა რეხობოთიდან. 38 მოკვდა შაული და მის შემდეგ აქბორის ვაჟი ბაალ-ხანანი გამეფდა. 39 მოკვდა აქბორის ვაჟი ბაალ-ხანანი და მის შემდეგ ჰადარი გამეფდა. მის ქალაქს ფაუ ერქვა. მისი ცოლის სახელი იყო მეჰეტაბელი. იგი მეზაჰაბის ასულის, მატრედის, ასული იყო.
40 ესენი იყვნენ ესავის შთამომავლები, თავკაცები თავიანთი საგვარეულოების, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თიმნა, ალვა, იეთეთი,+ 41 ოჰოლიბამა, ელაჰი, ფინონი, 42 კენაზი, თემანი, მიბცარი, 43 მაგდიელი და ირამი. ესენი იყვნენ ედომის თავკაცები თავიანთი სამკვიდროების მიხედვით თავიანთ კუთვნილ მიწაზე.+ ესავი ედომელთა მამამთავარია.+