ამოსი
და კირად აქცია ედომის მეფის ძვლები.
2 ცეცხლს მივცემ მოაბს და შთანთქავს ის კერიოთის+ გამაგრებულ კოშკებს;
ხმაურში დაიღუპება მოაბი,
საომარი ყიჟინისა და საყვირის ხმაზე.+
4 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა იუდა,+
უარყო იეჰოვას კანონი
და არ დაიცვა მისი წესები;+
მათაც ის სიცრუე დაიჯერეს, მათ მამა-პაპას რომ ურევდა გზა-კვალს.+
6 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა ისრაელი,+
ვერცხლზე ყიდის მართალს
და წყვილი სანდლის ფასად — ღარიბს.+
მამა-შვილი ერთ ქალთან დადის
და ბღალავს ჩემს სახელს.
8 გირაოდ გამორთმეულ ტანსაცმელზე+ გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან+
და დაჯარიმებულთა ფულით ნაყიდ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების ტაძარში.
9 მე კი მათ თვალწინ მოვსპე ამორეველები,+
კედარივით მაღლები და მუხასავით მძლავრები რომ იყვნენ;
მაღლა ნაყოფი მოვუსპე და დაბლა — ფესვები.+
განა ასე არ იყო, ისრაელებო?! — ამბობს იეჰოვა. —
13 აი, ისე გაგსრესთ თქვენივე ადგილას,
როგორც მარცვლეულის ძნებით სავსე ურემი სრესს ყველაფერს, რაც მის ქვეშ მოყვება.