დაბადება
10 ეს არის ნოეს ვაჟების — სემის,+ ქამისა და იაფეთის ამბავი.
წარღვნის შემდეგ მათ ვაჟები შეეძინათ.+ 2 იაფეთის ვაჟები იყვნენ: გომერი,+ მაგოგი,+ მადაი, იავანი, თუბალი,+ მეშექი+ და თირასი.+
3 გომერის ვაჟები იყვნენ: აშქენაზი,+ რიფათი და თოგარმა.+
4 იავანის ვაჟები იყვნენ: ელიშა,+ თარშიში,+ ქითიმი+ და დოდანიმი.
5 მათგან გამრავლდნენ კუნძულებზე მცხოვრებნი თავ-თავიანთი ენების, საგვარეულოებისა და ხალხების მიხედვით.
6 ქამის ვაჟები იყვნენ: ქუში, მიცრაიმი,+ ფუტი+ და ქანაანი.+
7 ქუშის ვაჟები იყვნენ: სება,+ ხავილა, საბთა, რაამა და საბთექა.
რაამას+ ვაჟები იყვნენ: შება და დედანი.
8 ქუშს შეეძინა ნიმროდი. ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე, 9 ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე. ამიტომაც თქმულა: „ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო, იეჰოვას მოწინააღმდეგე“. 10 თავდაპირველად მის სამეფოში, რომელიც შინარის+ მიწაზე იყო, შედიოდა ბაბილონი*,+ ერექი,+ აქადი და ქალნი. 11 იგი იქიდან ასურეთში+ წავიდა და ააშენა ნინევე,+ რეხობოთ-ირი, ქალახი 12 და რესენი ნინევესა და ქალახს შორის; ამგვარად წარმოიქმნა ერთი დიდი ქალაქი*.
13 მიცრაიმს შეეძინა ლუდიმი,+ ანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,+ 14 ფათრუსიმი,+ ქასლუხიმი (ფილისტიმელთა+ წინაპარი) და ქაფთორიმი.+
15 ქანაანს შეეძინა სიდონი,+ რომელიც პირმშო იყო, და ხეთი.+ 16 ქანაანისგან წარმოიშვნენ იებუსელები,+ ამორეველები,+ გირგაშელები, 17 ხიველები,+ არკიელები, სინელები, 18 არვადელები,+ ცემარელები და ხამათელები.+ ამის შემდეგ ქანაანელების საგვარეულო გაიფანტა. 19 ქანაანელების საზღვარი იყო სიდონიდან გერარამდე,+ ღაზის+ მახლობლად, სოდომსა და გომორამდე,+ ადმასა და ცებოიმამდე,+ ლაშის მახლობლად. 20 ესენი იყვნენ ქამის ვაჟები თავ-თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით თავ-თავიანთ მიწაზე, თავ-თავიანთი ხალხების მიხედვით.
21 შვილები ებერის+ ყველა ვაჟის წინაპარს, სემსაც შეეძინა, რომლის უფროსი ძმა იაფეთი იყო*. 22 სემის ვაჟები იყვნენ: ელამი,+ აშური,+ არფაქშადი,+ ლუდი და არამი.+
23 არამის ვაჟები იყვნენ: უცი, ხული, გეთერი და მაში.
24 არფაქშადს შეეძინა შელახი,+ შელახს — ებერი.
25 ებერს შეეძინა ორი ვაჟი. ერთს ერქვა ფელეგი*,+ რადგან მის სიცოცხლეში დაიყო დედამიწა*, მეორეს — იოკტანი.+
26 იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,+ 27 ჰადორამი, უზალი, დიკლა, 28 ობალი, აბიმაელი, შება, 29 ოფირი,+ ხავილა და იობაბი; ესენი ყველანი იოკტანის ვაჟები იყვნენ.
30 მათი საცხოვრებელი მეშადან სეფარამდე, აღმოსავლეთის მთაგორიან მხარემდე, იყო გადაჭიმული.
31 ესენი იყვნენ სემის ვაჟები თავ-თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით, თავ-თავიანთ მიწაზე, თავ-თავიანთი ხალხების მიხედვით.+
32 ესენი იყვნენ ნოეს ვაჟების საგვარეულოები თავ-თავიანთი შთამომავლებისა და თავ-თავიანთი ხალხების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან გამრავლდნენ ხალხები დედამიწაზე.+