სამუელი — წიგნი პირველი
4 სამუელის სიტყვები მთელმა ისრაელმა გაიგო.
გავიდნენ ისრაელები ფილისტიმელებთან საბრძოლველად და ებენეზერთან დაბანაკდნენ, ფილისტიმელები კი აფეკში იყვნენ დაბანაკებული. 2 დაირაზმნენ ფილისტიმელები ისრაელების წინააღმდეგ; ცუდად წაუვიდათ ისრაელებს საქმე და დამარცხდნენ ფილისტიმელებთან, რომლებმაც 4 000 კაცი მოუკლეს ბრძოლის ველზე. 3 როცა ხალხი ბანაკში დაბრუნდა, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რატომ დაამარცხებინა იეჰოვამ დღეს ფილისტიმელებს ჩვენი თავი?+ წამოვიღოთ შილოდან იეჰოვას შეთანხმების კიდობანი,+ რათა თან გვქონდეს და გვიხსნას მტრის ხელიდან“. 4 გაგზავნეს კაცები შილოში და წამოიღეს იქიდან იეჰოვას, ქერუბიმებს+ ზემოთ* ტახტზე მჯდომი ლაშქართა ღვთის, შეთანხმების კიდობანი. ელის ვაჟებიც, ხოფნიცა და ფინხასიც,+ გაჰყვნენ ღვთის შეთანხმების კიდობანს.
5 როგორც კი შეიტანეს ბანაკში იეჰოვას შეთანხმების კიდობანი, ისეთი ყიჟინა დასცეს ისრაელებმა, რომ მიწა შეიძრა. 6 მოესმათ ფილისტიმელებს ყიჟინი და თქვეს: „ეს რა ყიჟინაა ისრაელების ბანაკში?“ როცა გაიგეს, რომ მათ იეჰოვას კიდობანი მიეტანათ ბანაკში, 7 შეეშინდათ ფილისტიმელებს, ღმერთი მისულაო მათ ბანაკში,+ და თქვეს: „ვაი ჩვენს თავს! ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. 8 ვაი ჩვენს თავს, ვინ გვიხსნის ამ დიდებული ღვთის ხელიდან?! ეს ის ღმერთია, რომელმაც ყოველგვარი უბედურება დაატეხა თავს ეგვიპტეს უდაბნოში.+ 9 გამბედაობა მოიკრიბეთ და ვაჟკაცურად მოიქეცით, ფილისტიმელებო, რათა არ გახდეთ ისრაელთა მსახურები, როგორც ისინი გემსახურებოდნენ აქამდე!+ ვაჟკაცურად იდექით და იბრძოლეთ!“ 10 შეებრძოლნენ ფილისტიმელები და დაამარცხეს ისრაელები;+ ყველა შინისკენ გაიქცა. ატყდა ხოცვა-ჟლეტა; ისრაელთაგან 30 000 ქვეითი დაეცა. 11 წაიღო მტერმა ღვთის კიდობანი; დაიხოცნენ ელის ვაჟებიც, ხოფნი და ფინხასი.+
12 ერთი ბენიამინელი კაცი ბრძოლის ველიდან გაიქცა და იმ დღესვე ჩავიდა შილოში, ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი.+ 13 როცა იქ მივიდა, ელი გზის პირას იჯდა და იცდიდა, რადგან ძალიან წუხდა ღვთის კიდობნის გამო.+ შევიდა ის კაცი ქალაქში ამბის შესატყობინებლად; გლოვას მოჰყვა მთელი ქალაქი. 14 მოესმა ელის მოთქმა-გოდების ხმა და იკითხა, რა აურზაურიაო. ის კაცი საჩქაროდ მივიდა ელისთან და ამცნო მომხდარი 15 (ელი 98 წლის იყო, თვალისჩინი ჰქონდა წართმეული და ვეღარ ხედავდა).+ 16 უთხრა იმ კაცმა ელის, ბრძოლის ველიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეციო იქიდან. მან ჰკითხა: „აბა, რა მოხდა, შვილო?“ 17 ამბის მომტანმა მიუგო: „უკუიქცა ისრაელი ფილისტიმელთაგან და სასტიკად დამარცხდა ხალხი.+ შენი ორივე ვაჟი, ხოფნიცა და ფინხასიც, მოკვდა,+ ღვთის კიდობანი კი წაღებულია!“+
18 ღვთის კიდობნის ხსენებაზე ელი სკამიდან უკან, კარიბჭისკენ, გადავარდა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცი იყო, თანაც მსუქანი. 40 წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 19 მისი რძალი, ფინხასის ცოლი, ორსულად იყო და მალე უნდა ემშობიარა. როცა გაიგო ღვთის კიდობნის წაღების და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, ჩაიკეცა და ნაადრევად იმშობიარა. 20 სიკვდილის პირას იყო, როცა ქალებმა, რომლებიც თავზე ადგნენ, უთხრეს: „ნუ გეშინია, ვაჟი გეყოლა“. პასუხი არ გაუცია და არც მოუსმენია. 21 მან ბიჭს იქაბოდი*+ დაარქვა, და თქვა: „ტყვედ ჩავარდა ისრაელის დიდება“,+ ვინაიდან წაიღეს ღვთის კიდობანი, მამამთილი და ქმარი კი დაეღუპა.+ 22 თქვა, ტყვედ ჩავარდა ისრაელის დიდება, ვინაიდან წაღებულიაო ღვთის კიდობანი.+