გოდება
5 იეჰოვა, გაიხსენე, რა დაგვემართა,
შემოგვხედე და დაინახე ჩვენი შეურაცხყოფა!+
2 ჩვენი მემკვიდრეობა უცხოებს გადაეცათ, ჩვენი სახლები — უცხოტომელებს.+
3 ჩვენ ობლებს დავემსგავსეთ, უმამო ბავშვებს, ჩვენი დედები კი — ქვრივებს.+
4 სასმელად საკუთარ წყალს ვყიდულობთ+ და საკუთარ შეშაში ფულს ვიხდით.
6 ეგვიპტისა+ და ასურეთისკენ+ გავიშვირეთ ხელი, პურით რომ გავმძღარიყავით.
7 ჩვენი წინაპრები, რომელთაც შესცოდეს, აღარ არიან, ჩვენ კი მათი დანაშაული უნდა ვატაროთ.
8 მსახურები ბატონობენ ჩვენზე;
არავინაა მათი ხელიდან ჩვენი დამხსნელი.
9 უდაბნოს მახვილის გამო სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებთ პურის შემოსატანად,+
10 ღუმელივით გაგვიხურდა კანი შიმშილით დატანჯულებს.+
11 დაამცირეს ქალები სიონში, ქალწულები — იუდას ქალაქებში.+
12 მთავრებს ცალი ხელით კიდებდნენ,+ უხუცესებსაც არ სცემდნენ პატივს.+
13 ჭაბუკებს ხელსაფქვავები დააქვთ,
შეშააკიდებული ყმაწვილები კი ბორძიკ-ბორძიკით დადიან.
14 უხუცესები აღარ სხედან კარიბჭესთან+
და ჭაბუკები აღარ უკრავენ.+
15 გულში სიხარული ჩაგვიკვდა;
ცეკვა გლოვად გვექცა.+
16 თავიდან გვირგვინი ჩამოგვივარდა. ვაი ჩვენს თავს, შევცოდეთ!
და იქ ახლა მელიები დაძრწიან.
19 შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იმეფებ,
შენი მეფობა სამარადისოდ გასტანს!+
20 რატომ დაგვივიწყე სამუდამოდ
და ამდენ ხანს რატომ მიგვატოვე?!+
21 იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან და ჩვენც სიხარულით დაგიბრუნდებით!+
დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ.+
22 თუმცა შენ უარგვყავი
და კვლავაც განრისხებული ხარ ჩვენზე.+