სამუელი — წიგნი პირველი
2 ილოცა ხანამ:
გაიხსნა ჩემი ბაგე ჩემი მტრების წინააღმდეგ,
ვხარობ, რადგან შენა ხარ მხსნელი!
2 არავინაა შენსავით წმინდა, იეჰოვა,
მხოლოდ შენა ხარ;+
ჩვენო ღმერთო, მხოლოდ შენა ხარ კლდესავით მტკიცე.+
3 ნუ ლაპარაკობთ ქედმაღლურად,
ნურაფერს წარმოთქვამს თქვენი ბაგე მედიდურად,
რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია იეჰოვა+
და ყველა საქმის სწორად შემფასებელი!
უშვილომ შვიდი ძე შვა,+
მრავალშვილიანი კი მარტო დარჩა.
იეჰოვასია დედამიწის საყრდენები,+
მათზე აფუძნებს ნაყოფიერ მიწას.
9 ის იცავს თავის ერთგულთა ნაბიჯებს,+
ბოროტები კი სიბნელეში დადუმდებიან,+
რადგან ვერ იმარჯვებს კაცი თავისი ძალით.+
11 დაბრუნდა ელკანა რამაში, თავის სახლში, ბავშვი კი მღვდელ ელისთან დარჩა და ემსახურებოდა იეჰოვას.+
12 ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა;+ მათ არ ეშინოდათ იეჰოვასი. 13 ხალხის მიტანილი მსხვერპლიდან ისინი თავიანთ წილს არ სჯერდებოდნენ;+ აი, როგორ იქცეოდნენ ისინი: როცა ვინმე მსხვერპლს სწირავდა, მღვდლის დამხმარე მივიდოდა ხორცის ხარშვისას დიდი ჩანგლით ხელში 14 და ჩაყოფდა რომელიმე ქვაბში*; რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს თავისთვის მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მისულ ისრაელებს. 15 მღვდლის დამხმარე ქონის დაწვამდე და აბოლებამდეც+ კი მიდიოდა შემწირველთან და ეუბნებოდა: გამატანე მღვდელთან ხორცი შესაწვავად; მოხარშული არ უნდა, უმი გამატანეო. 16 თუ ეტყოდნენ, ჯერ ქონი დაწვან, რომ აბოლდეს,+ და მერე წაიღე ის, რასაც მოისურვებო, იგი მიუგებდა, არა, ახლავე მომეცი, თორემ წაგართმევო. 17 დიდად სცოდავდნენ დამხმარეები იეჰოვას წინაშე,+ რადგან უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ისინი* იეჰოვას შესაწირავს.
18 მსახურობდა სელის ეფოდით+ შემოსილი სამუელი+ იეჰოვას წინაშე, თუმცა ჯერ პატარა იყო. 19 დედა პატარა მოსასხამს უმზადებდა და ყოველ წელს მიჰქონდა მისთვის, როცა ქმართან ერთად მიდიოდა შილოში ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირავად.+ 20 დალოცა ელიმ ელკანა და მისი ცოლი: „იეჰოვამ მოგცეს ამ ქალისგან შვილი მის სანაცვლოდ, ვინც იეჰოვას მიუძღვენი!“+ ისინი შინ დაბრუნდნენ. 21 მოხედა იეჰოვამ ხანას და მას კიდევ შეეძინა შვილები+ — სამი ვაჟი და ორი ასული; პატარა სამუელი კი იეჰოვას წინაშე იზრდებოდა.+
22 ძალიან მოხუცდა ელი; იცოდა, როგორ ექცეოდნენ მისი ვაჟები+ ისრაელ ხალხს და როგორ წვებოდნენ შეხვედრის კარვის შესასვლელთან მომსახურე ქალებთან.+ 23 ეუბნებოდა მათ: „რატომ იქცევით ასე? ცუდი ამბები მომდის ხალხისგან თქვენზე. 24 არ გინდათ, შვილებო, არ მომწონს, რა ხმებიც დადის იეჰოვას ხალხში თქვენზე. 25 თუ კაცი კაცს შესცოდავს, ვინმემ შეიძლება მისი შეწყალება სთხოვოს იეჰოვას*, მაგრამ, თუ კაცი იეჰოვას შესცოდავს,+ ვინღა ილოცებს მისთვის?!“ მაგრამ ისინი არაფრად აგდებდნენ მამის ნათქვამს, რადგან იეჰოვას მათი სიკვდილი ჰქონდა განზრახული.+ 26 იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც.+
27 მივიდა ღვთის კაცი ელისთან და უთხრა: «ასე ამბობს იეჰოვა: „ხომ გავაცანი თავი შენს წინაპარსა და მის სახლეულობას, როცა ისინი ფარაონის მონები იყვნენ ეგვიპტეში?+ 28 ჩემთვის გამოვარჩიე შენი წინაპარი ისრაელის ყველა ტომიდან,+ რომ მღვდლად ემსახურა, შესაწირავი შეეწირა ჩემს სამსხვერპლოზე,+ საკმეველი ეკმია* და ეფოდით შემოსილს ემსახურა ჩემთვის. მე მივეცი მის სახლეულობას წილი ისრაელების ცეცხლში დასაწვავი ყველა შესაწირავიდან.+ 29 რატომ თელავთ ფეხქვეშ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირავს, რომლის მიტანაც ვბრძანე ჩემს სამყოფელში?!+ რატომ ეპყრობი უფრო მეტი პატივით შენს ვაჟებს, ვიდრე მე, და რატომ სუქდებით ჩემი ხალხის, ისრაელის, შესაწირავის საუკეთესო წილით?!“+
30 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა, შენი და შენი წინაპრის სახლეულობა მარადიულად მემსახურება-მეთქი,+ ახლა კი ასე ამბობს იეჰოვა: „არამც და არამც არ მოხდება ეს, რადგან ვინც მე მომაგებს პატივს, მეც იმას მივაგებ პატივს,+ ხოლო ვინც არაფრად მაგდებს, მოძულებული იქნება“. 31 დადგება დრო, როცა ძალას გამოგაცლით შენ და შენი წინაპრის სახლეულობას, რომ შენს სახლში ვეღარავინ მიატანოს სიბერემდე.+ 32 ისრაელი დალხენილი იქნება, შენ კი მტერს იხილავ ჩემს სამყოფელში,+ და აღარასოდეს იქნება მოხუცებული შენს სახლში. 33 შენი შთამომავლის გამო, რომელსაც დავტოვებ ჩემს სამსხვერპლოსთან მსახურებისთვის, თვალისჩინი წაგერთმევა და სადარდებელი არ გამოგელევა, შენი სახლეულობიდან უმეტესობა კი მახვილით გაწყდება,+ 34 ხოლო, რაც შენს ვაჟებს, ხოფნისა და ფინხასს, მოუვათ, ნიშანი იქნება შენთვის: ორივენი ერთ დღეს დაიხოცებიან.+ 35 ამის შემდეგ ამოვირჩევ ერთგულ მღვდელს.+ ის ჩემი სურვილისამებრ მოიქცევა. ავუშენებ მას მტკიცე სახლს* და ყოველთვის მღვდლად იმსახურებს ჩემი ცხებულისთვის. 36 ვინც დარჩება შენი სახლიდან, მივა მასთან და პირქვე დაემხობა მის წინაშე გასამრჯელოსა და პურის სათხოვნელად და ეტყვის, მღვდლად დამაყენე, რომ ლუკმაპური ვჭამოო».+