დავითის ფსალმუნი.
26 განმსაჯე, იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ დავდივარ;+
იეჰოვაზე ვარ მინდობილი, ურყევია ჩემი ნდობა.+
2 შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე,
გამოიკვლიე ჩემი გული და ფიქრები.+
3 ყოველთვის თვალწინ მიდგას შენი სიკეთე
და შენი ჭეშმარიტებით დავდივარ.+
4 ცრუ ხალხთან არ ვიჭერ საქმეს+
და თვალთმაქცებს თავს ვარიდებ.
5 მძულს უკეთურთა კრებული+
და ბოროტებთან არ ვიჭერ საქმეს.+
6 უდანაშაულობის ნიშნად დავიბან ხელს
და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა,
7 რათა გაისმას ჩემი მადლიერების სიტყვები+
და გავაცხადო შენი საოცარი საქმეები.
8 იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი,+
შენი დიდების სამკვიდრო.+
9 ნუ დამღუპავ ცოდვილებთან ერთად,+
ნურც სიცოცხლეს წამართმევ მოძალადეებთან ერთად,
10 სამარცხვინო საქმეებს რომ სჩადიან
და ხელი ქრთამით აქვთ სავსე.
11 მე კი უმწიკვლოდ ვივლი.
მიხსენი და წყალობა მიყავი.
12 ფეხს ვაკეზე დავდგამ;+
დიდ კრებულში შევასხამ იეჰოვას ხოტბას.+