მატიანე — წიგნი მეორე
30 შეუთვალა ხიზკიამ მთელ ისრაელსა+ და იუდას, წერილებიც მისწერა ეფრემსა და მენაშეს,+ რომ მოსულიყვნენ იეჰოვას ტაძარში, იერუსალიმში, და იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, პასექი გაემართათ.+ 2 თუმცა მეფემ, მისმა მთავრებმა და იერუსალიმში შეკრებილმა მთელმა ხალხმა პასექის აღნიშვნა მე-2 თვეში გადაწყვიტეს;+ 3 თავის დროზე ვერ აღნიშნეს,+ რადგან ცოტანი იყვნენ განწმენდილი მღვდლები+ და არც ხალხი იყო შეკრებილი იერუსალიმში. 4 ეს გადაწყვეტილება მოიწონეს მეფემაც და მთელმა ხალხმაც. 5 მათ გადაწყვიტეს, გამოეცხადებინათ მთელ ისრაელში, ბეერ-შებიდან დანამდე,+ რომ ჩასულიყვნენ იერუსალიმში და იეჰოვას, ისრაელის ღვთის, განსადიდებლად პასექი აღენიშნათ, რადგან მანამდე მთელ ხალხს არ აღუნიშნავს ის, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.+
6 მეფის ბრძანებისამებრ მალემსრბოლებმა მთელი ისრაელი და იუდა მოიარეს მეფისა და მისი მთავრების წერილებით, და ამბობდნენ: „ისრაელებო, დაუბრუნდით იეჰოვას, აბრაამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს, რომ ისიც დაგიბრუნდეთ თქვენ, ასურეთის მეფეთა ხელიდან დახსნილთ!+ 7 ნუ დაემსგავსებით თქვენს მამა-პაპასა და თქვენს მოძმეებს, რომლებმაც უორგულეს იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, რის გამოც ისე მოექცა მათ, რომ ხალხს ზარავს მათი ხილვა; ამას თავადაც ხედავთ.+ 8 ნუ იქნებით თქვენი მამა-პაპასავით ქედმოუხრელნი!+ დაემორჩილეთ იეჰოვას და მოდით მის ტაძარში,+ რომელიც მან სამარადისოდ განწმინდა, და ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რათა დაცხრეს მისი რისხვა!+ 9 როცა დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენი მოძმეები და ვაჟები წყალობას პოვებენ თავიანთი დამატყვევებლების თვალში+ და ამ მიწაზე დაბრუნების უფლებას მიიღებენ,+ რადგან თანამგრძნობი და გულმოწყალეა იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ და ზურგს არ შეგაქცევთ, თუ დაუბრუნდებით მას!“+
10 გადადიოდნენ მალემსრბოლები ქალაქიდან ქალაქში ეფრემისა და მენაშეს+ მიწაზე და ზებულონამდეც კი მივიდნენ, მაგრამ დასცინოდნენ მათ და მასხრად იგდებდნენ.+ 11 მხოლოდ ზოგიერთმა აშერელმა, მენაშელმა და ზებულონელმა დაიმდაბლა თავი და ჩავიდა იერუსალიმში.+ 12 ღმერთი იყო იუდასთან, რომ ერთი აზრი ჰქონოდათ და შეესრულებინათ მეფისა და მთავრების მიერ იეჰოვას სიტყვისამებრ მათთვის გადაცემული ბრძანება.
13 დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმში მე-2 თვეს+ უფუარობის დღესასწაულის აღსანიშნავად;+ შეკრებილნი მეტად მრავალრიცხოვანნი იყვნენ. 14 ადგნენ და მოსპეს სამსხვერპლოები იერუსალიმში,+ მოსპეს სასაკმევლე სამსხვერპლოებიც+ და კედრონის ხევში გადაყარეს. 15 მე-2 თვის მე-14 დღეს დაკლეს საპასექო მსხვერპლი; შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, ამიტომ განიწმინდნენ და მიიტანეს დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვას ტაძარში. 16 ისინი თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ, როგორც ეს ღვთის კაცის, მოსეს, კანონით მოითხოვებოდა; მღვდლები სამსხვერპლოზე ასხურებდნენ სისხლს,+ რომელსაც ლევიანები აწვდიდნენ. 17 შეკრებილთა შორის მრავალი არ იყო განწმენდილი, ამიტომ ლევიანებს ევალებოდათ საპასექო მსხვერპლის დაკვლა მათთვის,+ რათა ისინი იეჰოვასთვის განწმენდილიყვნენ. 18 ბევრი, მეტწილად ეფრემელები, მენაშელები,+ ისაქარელები და ზებულონელები, არ განწმენდილა, თუმცა მაინც ჭამეს პასექი, ოღონდ არა დაწერილისამებრ. ხიზკიამ ილოცა მათთვის: „კარგია იეჰოვა+ და მან მიუტევოს 19 ყველას, ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იეჰოვას,+ თავისი მამა-პაპის ღვთის, მსახურება, თუმცა არ განწმენდილა ისე, როგორც ამას განწმენდის წესი მოითხოვდა!“+ 20 იეჰოვამაც მოუსმინა ხიზკიას და მიუტევა ხალხს.
21 იერუსალიმში მყოფმა ისრაელებმა დიდი სიხარულით იზეიმეს+ უფუარობის დღესასწაული+ შვიდი დღის მანძილზე. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ხოტბას ასხამდნენ იეჰოვას და ხმამაღლა უკრავდნენ საკრავებს იეჰოვას განსადიდებლად.+ 22 გაამხნევა ხიზკიამ ლევიანები, რომლებიც ბრძნულად მოქმედებდნენ და ასე ემსახურებოდნენ იეჰოვას. ჭამდნენ ისინი შვიდი დღე,+ მთელი დღესასწაულის განმავლობაში, სწირავდნენ სამშვიდობო მსხვერპლს+ და მადლობდნენ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.
23 მთელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ კიდევ შვიდი დღე ედღესასწაულათ და სიხარულით იზეიმეს კიდეც.+ 24 იუდას მეფე ხიზკიამ ხალხისთვის გაიღო 1 000 მოზვერი და 7 000 ცხვარი, მთავრებმა კი — 1 000 მოზვერი და 10 000 ცხვარი;+ მრავალი მღვდელი იწმინდებოდა.+ 25 ხარობდა იუდაში შეკრებილი მთელი ხალხი, მღვდლები, ლევიანები, ისრაელიდან ჩამოსული ხალხი+ და ისრაელსა თუ იუდაში მცხოვრები უცხოელები.+ 26 დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონის, დავითის ვაჟის, დროიდან მსგავსი რამ არ მომხდარა იერუსალიმში.+ 27 წამოდგნენ ლევიანი მღვდლები და დალოცეს ხალხი.+ შეისმინა ღმერთმა მათი ღაღადი, მისწვდა მათი ლოცვა ზეცას, მის წმინდა სამყოფელს.