იერემია
41 მეშვიდე თვეს, ისმაელი,+ ელიშამას ძის, ნეთანიას, ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა და სამეფო კარზე გავლენიანი პირი იყო, ათ კაცთან ერთად ჩავიდა მიცფაში+ გედალიასთან, ახიკამის ძესთან. პურის ჭამისას 2 წამოდგნენ ისმაელი, ნეთანიას ძე, მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალია, შაფანის ძის, ახიკამის, ძე. ასე მოკლა მან ბაბილონის მეფის მიერ იმ მიწაზე დაყენებული კაცი. 3 ისმაელმა ის იუდეველებიც დახოცა, რომლებიც გედალიასთან იყვნენ მიცფაში, და იქ მყოფი ქალდეველი მეომრებიც.
4 გედალიას მკვლელობიდან მეორე დღეს, ვიდრე ეს ამბავი გახმაურდებოდა, 5 შექემიდან,+ შილოდან+ და სამარიიდან+ 80 წვერმოპარსული, ტანსაცმელშემოხეული და ტანდასერილი+ კაცი მოვიდა; თან ჰქონდათ მარცვლეული შესაწირავი და გუნდრუკი+ იეჰოვას ტაძარში მისატანად. 6 გამოვიდა მიცფიდან ისმაელი, ნეთანიას ძე, მათთან შესაგებებლად; ტირილ-ტირილით მიდიოდა და, როცა შეხვდა, უთხრა: „წამოდით გედალიასთან, ახიკამის ძესთან“. 7 ქალაქში რომ შევიდნენ, ისმაელმა, ნეთანიას ძემ, და მასთან მყოფმა კაცებმა დახოცეს ისინი და ჭაში ჩაყარეს.
8 მაგრამ მათ შორის მყოფმა ათმა კაცმა ისმაელს უთხრა: „ნუ დაგვხოცავ, მინდორში გადამალული გვაქვს ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი“. მანაც აღარ დახოცა ისინი მათ მოძმეებთან ერთად. 9 დიდი ჭა, სადაც ისმაელმა დახოცილები ჩაყარა, მეფე ასას ისრაელის მეფე ბააშასთან+ ბრძოლის დროს ჰქონდა ამოთხრილი. ეს ჭა აავსო ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დახოცილებით.
10 დაატყვევა ისმაელმა მიცფაში+ დარჩენილნი: მეფის ასულები და დანარჩენი მიცფელები, რომლებიც მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გედალიას,+ ახიკამის ძეს, ჩააბარა. ისმაელმა, ნეთანიას ძემ, ტყვედ წაასხა ისინი და წავიდა, რომ ამონელებთან+ გადასულიყო.
11 გაიგეს იოხანანმა,+ კარეახის ძემ, და მასთან მყოფმა ჯარის მეთაურებმა, რა ბოროტებაც ჩაიდინა ისმაელმა, ნეთანიას ძემ. 12 წაიყვანეს კაცები და წავიდნენ ისმაელთან, ნეთანიას ძესთან, საბრძოლველად; მას გაბაონის დიდ წყლებთან* მიაგნეს.
13 იოხანანის, კარეახის ძის, და მასთან მყოფი ჯარის მეთაურების დანახვამ ისმაელის მიერ დატყვევებული ხალხი გაახარა. 14 მთელი ხალხი, რომელიც ისმაელმა მიცფიდან+ ტყვედ წაასხა, მოტრიალდა და მივიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან. 15 ისმაელი, ნეთანიას ძე, და მისი თანმხლები რვა კაცი კი გაექცა იოხანანს და ამონელებთან წავიდა.
16 იოხანანმა, კარეახის ძემ, და მასთან მყოფმა ჯარის მეთაურებმა გაბაონიდან წამოიყვანეს დარჩენილი ხალხი, რომლებიც ისმაელმა, ნეთანიას ძემ, გედალიას,+ ახიკამის ძის, მკვლელობის შემდეგ მიცფიდან წაიყვანა: კაცები, ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები და კარისკაცები. 17 წავიდნენ და ღამის გასათევად ქიმჰამში, ბეთლემთან+ ახლოს, გაჩერდნენ, რათა იქიდან ეგვიპტეში გადასულიყვნენ.+ 18 მათ ქალდეველებისა ეშინოდათ, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ ახიკამის ძე გედალია მოკლა, ბაბილონის მეფეს რომ ჰყავდა დაყენებული იმ მიწაზე.+