იესო ნავეს ძე
19 მეორე წილი+ ხვდა სიმონის+ ტომს შტოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდას+ სამკვიდროში იყო. 2 მათი სამკვიდრო იყო: ბეერ-შება+ შებასთან ერთად, მოლადა,+ 3 ხაცარ-შუალი,+ ბალა, ეცემი,+ 4 ელთოლადი,+ ბეთული, ხორმა, 5 ციკლაგი,+ ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა, 6 ბეთ-ლებაოთი+ და შარუხენი; სულ 13 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. 7 აინი, რიმონი, ეთერი და აშანი;+ სულ 4 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით 8 და ყველა დასახლება ამ ქალაქების გარშემო ბაალათ-ბეერამდე, სამხრეთის რამამდე. ეს იყო სიმონის ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით. 9 სიმონის შთამომავლებს სამკვიდრო იუდას წილიდან გამოუყვეს, რადგან იუდას კუთვნილი წილი ძალიან დიდი იყო. ამიტომ მათ კუთვნილ მიწაზე მიიღეს სიმონის შთამომავლებმა სამკვიდრო.+
10 მესამე წილი+ ხვდათ ზებულონის+ შთამომავლებს შტოების მიხედვით. სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი. 11 მათი საზღვარი დასავლეთით მარალამდე ადიოდა და დაბაშეთამდე გრძელდებოდა, იქიდან კი — იოკნეამის პირდაპირ მდებარე ხევამდე. 12 სარიდიდან საზღვარი აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს გადიოდა ქისლოთ-თაბორამდე, იქიდან დაბერათამდე+ და ადიოდა იაფიამდე. 13 იქიდან ისევ აღმოსავლეთით მიდიოდა, მზის ამოსავლის მხარეს, გათ-ჰეფერამდე,+ ეთ-კაცინამდე, საიდანაც გრძელდებოდა რიმონამდე და მიემართებოდა ნეისკენ. 14 იქიდან საზღვარი ჩრდილოეთით უხვევდა ხანათონისკენ და მთავრდებოდა იფთახ-ელის ველთან. 15 მათი იყო კატათი, ნაჰალალი, შიმრონი,+ იდალა და ბეთლემი;+ სულ 12 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. 16 ეს იყო ზებულონის შთამომავლების სამკვიდრო შტოების მიხედვით,+ მათი ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
17 მეოთხე წილი+ ხვდათ ისაქარის+ შთამომავლებს შტოების მიხედვით. 18 მათი საზღვარი გადიოდა იზრეელთან,+ ქესულოთთან, შუნემთან,+ 19 ხაფარაიმთან, შიონთან, ანახარათთან, 20 რაბითთან, კიშიონთან, აბეცთან, 21 რემეთთან, ენ-განიმთან,+ ენ-ჰადასთან, ბეთ-ფაცეცთან 22 და გრძელდებოდა თაბორამდე,+ შახაციმამდე, ბეთ-შემეშამდე და იორდანესთან მთავრდებოდა; სულ 16 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. 23 ეს იყო ისაქარის ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით,+ მისი ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
24 მეხუთე წილი+ ხვდა აშერის+ ტომს შტოების მიხედვით. 25 მათი საზღვარი გადიოდა ხელკათთან,+ ხალისთან, ბეტენთან, აქშაფთან, 26 ალამელექთან, ამადთან და მიშალთან. გრძელდებოდა დასავლეთით, ქარმელსა+ და შიხორ-ლიბნათამდე. 27 ბრუნდებოდა აღმოსავლეთით ბეთ-დაგონისკენ და გრძელდებოდა ზებულონამდე, ჩრდილოეთით კი — იფთახ-ელის ველამდე, ბეთ-ემეკამდე და ნეიელამდე და გრძელდებოდა ქაბულის მარცხნივ, 28 აბრონამდე, რეხობამდე, ხამონამდე, კანამდე და დიდ სიდონამდე.+ 29 იქიდან საზღვარი ჩამოდიოდა რამამდე და გამაგრებულ ქალაქ ტვიროსამდე,+ გრძელდებოდა ხოსამდე და აქციბის მხარეში მთავრდებოდა ზღვასთან. 30 მათი იყო უმა, აფეკი+ და რეხობი;+ სულ 22 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. 31 ეს იყო აშერის ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით,+ მისი ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
32 მეექვსე წილი+ ხვდა ნაფთალის შთამომავლებს შტოების მიხედვით. 33 მათი საზღვარი იწყებოდა ხელეფიდან, ცაანანიმის+ დიდი ხიდან და გრძელდებოდა ადამი-ნეკებისა და იაბნეელისკენ ლაკუმამდე და იორდანესთან მთავრდებოდა. 34 იქიდან საზღვარი უკან დასავლეთით მიდიოდა აზნოთ-თაბორამდე, იქიდან ხუკოკამდე; სამხრეთით ზებულონამდე გრძელდებოდა, დასავლეთით — აშერამდე, აღმოსავლეთით კი — იუდას მიწამდე იორდანესთან. 35 გამაგრებული ქალაქები იყო ციდიმი, ცერი, ხამათი,+ რაკათი, ქინერეთი, 36 ადამა, რამა, ხაცორი,+ 37 კედეში,+ ედრეი, ენ-ხაცორი, 38 ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ანათი და ბეთ-შემეში;+ სულ 19 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით. 39 ეს იყო ნაფთალის ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით,+ მისი ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
40 მეშვიდე წილი+ ხვდა დანის+ ტომს შტოების მიხედვით. 41 მათი სამკვიდროს საზღვარი გადიოდა ცორასთან,+ ეშთაოლთან, ირ-შემეშთან, 42 შაალაბინთან,+ აიალონთან,+ ითლასთან, 43 ელონთან, თიმნასთან,+ ეკრონთან,+ 44 ელთეკესთან, გიბეთონთან,+ ბაალათთან, 45 იეჰუდთან, ბენე-ბერაკთან, გათ-რიმონთან,+ 46 მე-იარკონთან, რაკონთან და იოპეს+ მახლობლად. 47 ძალიან პატარა იყო ეს მიწა დანისთვის.+ ამიტომ ავიდნენ ისინი და ლეშემს+ შეებრძოლნენ, აიღეს ის და მახვილით ამოხოცეს მისი მკვიდრნი. დაეუფლნენ მას, იქ დასახლდნენ და ლეშემს დანი, თავიანთი წინაპრის სახელი, უწოდეს.+ 48 ეს იყო დანის ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით, მისი ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
49 ასე დასრულდა მიწების სამკვიდროდ დანაწილება. ამის შემდეგ ისრაელებმა იესოს თავიანთ მიწაზე მისცეს სამკვიდრო. 50 იეჰოვას ბრძანებით მისცეს ის ქალაქი, რომელიც ითხოვა, ანუ თიმნათ-სერახი+ ეფრემის მთიან მხარეში; აღადგინა მან ქალაქი და იქ დასახლდა.
51 ელეაზარ მღვდელმა, იესომ და ისრაელის ტომთა შტოების თავკაცებმა წილისყრით დაანაწილეს+ ეს მიწები სამკვიდროებად იეჰოვას წინაშე შილოში,+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ ასე დაასრულეს მიწების დანაწილება.