იესო ნავეს ძე
14 ეს არის ისრაელების სამკვიდრო ქანაანის მიწაზე, რომელიც ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელის ტომთა შტოების თავკაცებმა დაამკვიდრებინეს მათ.+ 2 წილისყრით დაუნაწილდა სამკვიდრო+ ცხრა ტომსა და ტომის ნახევარს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+ 3 დანარჩენ ორ ტომსა და ტომის ნახევარს მანამდე მისცა მოსემ სამკვიდრო იორდანის გაღმა;+ ლევიანებისთვის კი არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.+ 4 იოსების შთამომავლებიდან ორი ტომი იყო+ — მენაშე და ეფრემი;+ ლევიანებისთვის არ მიუციათ წილი იმ მიწაზე, მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქები მისცეს+ და საძოვრები საქონლისთვის და სარჩო-საბადებლის დასაბინავებლად.+ 5 ისრაელებმა ისე დაინაწილეს მიწა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.
6 მივიდნენ იუდასტომელი კაცები იესოსთან გილგალში,+ მათ შორის იყო ქალები,+ კენიზელი იეფუნეს ძე. უთხრა მან იესოს: „კარგად იცი, რა უთხრა ჩემზე და შენზე იეჰოვამ მოსეს,+ ღვთის კაცს,+ კადეშ-ბარნეასთან.+ 7 მაშინ 40 წლის ვიყავი, როცა იეჰოვას მსახურმა მოსემ მიწის დასაზვერად გამგზავნა კადეშ-ბარნეიდან+ და მეც, უკან დაბრუნებულმა, გულწრფელად ვუამბე ყველაფერი.+ 8 ჩემთან ერთად წამოსულმა ჩემმა მოძმეებმა შეაშინეს ხალხი, მე კი ბოლომდე იეჰოვას, ჩემს ღმერთს, ვუერთგულე.+ 9 დაიფიცა მოსემ იმ დღეს: მიწა, რომელზეც ფეხი დადგი, სამუდამოდ შენი და შენი შთამომავლების სამკვიდრო გახდება, რადგან ბოლომდე უერთგულეო იეჰოვას, ჩემს ღმერთს.+ 10 ცოცხალი დამტოვა იეჰოვამ+ თავისი დაპირებისამებრ.+ 45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მოსეს ეს აღუთქვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა;+ ახლა უკვე 85 წლისა ვარ, 11 მაგრამ ისეთივე ძლიერი, როგორიც მაშინ, როცა მოსემ გამგზავნა. ახლაც უწინდებურად მერჩის ძალა, ბრძოლაც შემიძლია და კიდევ ბევრი რამ. 12 ამიტომ მომეცი ეს მთიანი მხარე, რომლის მოცემასაც იეჰოვა დამპირდა იმ დღეს. შენც შეიტყვე მაშინ, რომ ანაკიმებს+ უცხოვრიათ იქ და დიდი, გამაგრებული ქალაქები+ ჰქონიათ, მაგრამ მჯერა, იეჰოვა იქნება ჩემთან+ და მე განვდევნი მათ იეჰოვას დაპირებისამებრ“.+
13 დალოცა იესო ნავეს ძემ ქალებ იეფუნეს ძე და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.+ 14 ხებრონი დღემდე ქალების, კენიზელი იეფუნეს ძის, სამკვიდროა, რადგან ბოლომდე უერთგულა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 15 ხებრონს ადრე კირიათ-არბა+ ერქვა (არბა დიდი კაცი იყო ანაკიმებს შორის). მშვიდობა ჩამოვარდა იმ მიწაზე.+