რიცხვები
3 ესენი იყვნენ აარონისა და მოსეს შთამომავლები იმ დროს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე.+ 2 აარონის ვაჟები იყვნენ: პირმშო ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+ 3 ესენი იყვნენ აარონის ვაჟები, ცხებული მღვდლები, რომლებიც მღვდელმსახურებისთვის დაინიშნენ.+ 4 ნადაბი და აბიჰუ იეჰოვას წინაშე დაიხოცნენ, რადგან უკანონო ცეცხლი მიიტანეს იეჰოვას წინაშე+ სინაის უდაბნოში; მათ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელეაზარმა+ და ითამარმა+ კი თავიანთ მამასთან, აარონთან ერთად განაგრძეს მღვდლებად მსახურება.
5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 6 „მოიყვანე ლევიანები+ და აარონ მღვდლის წინაშე დააყენე. ისინი მას მოემსახურებიან.+ 7 ისინი იმსახურებენ შეხვედრის კარვის წინ და შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას როგორც აარონის, ისე ხალხის წინაშე. 8 მოუარონ შეხვედრის კარვის მთელ მოწყობილობას,+ იმსახურონ კარვის წინ და ამგვარად შეასრულონ თავიანთი ვალდებულება ისრაელთა წინაშე.+ 9 ლევიანები აარონისა და მისი ვაჟების განკარგულებაში იქნებიან. ისრაელთაგან ისინი დაეხმარებიან მას.+ 10 დანიშნე აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად.+ თუ კარავს სხვა ვინმე* მიუახლოვდება, უნდა მოკვდეს“.+
11 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12 „ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ ლევიანებს გამოვყოფ.+ ლევიანები ჩემები იქნებიან. 13 ყველა პირმშო ჩემია.+ როცა ეგვიპტეში პირმშოები დავხოცე,+ მაშინ განვწმინდე ჩემთვის ისრაელთა ყველა პირმშო და პირველმოგებული.+ ისინი ჩემები უნდა იყვნენ. მე ვარ იეჰოვა“.
14 იეჰოვამ მოსეს სინაის უდაბნოში+ უთხრა: 15 „აღრიცხე ლევიანები თავიანთი შტოების მიხედვით. აღრიცხე ყოველი მამრი ერთი თვიდან ზევით“.+ 16 აღრიცხა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა. 17 ლევის ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+
18 გერშონის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ ლიბნი და შიმეი.+
19 კეჰათის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ ამრამი, იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+
20 მერარის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ მახლი+ და მუში.+
ესენი იყვნენ ლევიანები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით.
21 გერშონისგან წამოვიდა ლიბნელთა+ და შიმელთა შტოები. ესენი იყვნენ გერშონელთა შტოები. 22 აღრიცხულ მამრთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 7 500 იყო.+ 23 გერშონელთა შტოები კარვის უკან,+ დასავლეთით, იყვნენ დაბანაკებულნი. 24 გერშონელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიასაფი, ლაელის ვაჟი. 25 გერშონელებს+ ებარათ შეხვედრის კარვის გადასაფარებლები,+ შეხვედრის კარვის შესასვლელის ფარდა,+ 26 ეზოს შესასვლელის ფარდა,+ ეზოს ფარდები,+ ეზოსი, რომელშიც კარავი და სამსხვერპლო იდგა, და მისი* ბაწრები. მათ ევალებოდათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის იყო საჭირო.
27 კეჰათისგან წამოვიდა ამრამელთა, იცჰარელთა, ხებრონელთა და უზიელელთა შტოები. ესენი იყვნენ კეჰათელთა შტოები.+ 28 აღრიცხულ მამრთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 8 600 იყო. წმინდა ადგილზე ზრუნვა მათ ევალებოდათ.+ 29 კეჰათელთა შტოები კარვის სამხრეთით იყვნენ დაბანაკებულნი.+ 30 კეჰათელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიცაფანი, უზიელის ვაჟი.+ 31 მათ ჩაბარებული ჰქონდათ კიდობანი,+ მაგიდა,+ სალამპრე,+ სამსხვერპლოები+ და სხვა მოწყობილობები,+ რასაც წმინდა ადგილზე მსახურებისთვის იყენებდნენ, და გამყოფი ფარდა.+ მათ ევალებოდათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის იყო საჭირო.+
32 ლევიანთა თავკაცი ელეაზარი+ იყო, აარონ მღვდლის ვაჟი, რომელიც წმინდა ადგილზე სხვადასხვა საქმის შემსრულებლებს მეთვალყურეობდა.
33 მერარიდან წამოვიდა მახლელთა და მუშელთა შტოები; ესენი იყვნენ მერარელთა შტოები.+ 34 აღრიცხულ მამრთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 6 200 იყო.+ 35 მერარის საგვარეულოს თავკაცი იყო ცურიელი, აბიხაილის ვაჟი. მერარელები კარვის ჩრდილოეთით იყვნენ დაბანაკებულნი.+ 36 მერარელებს ჩაბარებული ჰქონდათ კარვის ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები,+ საყრდენები, მთელი მისი მოწყობილობა,+ 37 ეზოს სვეტები, საყრდენები,+ პალოები და ბაწრები. მათ ევალებოდათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის იყო საჭირო.
38 კარვის წინ, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს, დაბანაკებულები იყვნენ მოსე, აარონი და მისი ვაჟები; ისინი თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ კარავში ისრაელებისთვის. თუ კარავს სხვა ვინმე* მიუახლოვდებოდა, უნდა მოეკლათ.+
39 ლევიანთა რაოდენობა, ყველა მამრისა ერთი თვიდან ზევით, რომლებიც მოსემ და აარონმა იეჰოვას ბრძანებისამებრ აღრიცხეს მათი შტოების მიხედვით, 22 000 იყო.
40 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აღრიცხე ისრაელთა ყველა პირმშო ერთი თვიდან ზევით+ და ჩამოწერე მათი სახელები. 41 გამომიყავი ლევიანები ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ+ და ლევიანთა შინაური ცხოველები ისრაელთა შინაური ცხოველების პირველმოგებულთა სანაცვლოდ+ — მე ვარ იეჰოვა“. 42 მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ აღრიცხა ისრაელთა ყველა პირმშო. 43 აღრიცხულ მამრ პირმშოთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 22 273 იყო.
44 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 45 „გამოყავი ლევიანები ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ და ლევიანთა შინაური ცხოველები ისრაელთა შინაური ცხოველების სანაცვლოდ. ჩემები იქნებიან ლევიანები. მე ვარ იეჰოვა. 46 ისრაელების პირმშოთაგან,+ რომლებიც ლევიანებზე 273-ით მეტნი არიან,+ 47 თითოეულის გამოსასყიდი 5 შეკელი* იქნება+ წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით. 1 შეკელი 20 გერაა*.+ 48 ვინც მეტნი არიან, მათ გამოსასყიდად აღებული ფული აარონსა და მის ვაჟებს მიეცი“. 49 აიღო მოსემ მათი გამოსასყიდი, ვინც ლევიანებზე მეტნი იყვნენ. 50 ისრაელების პირმშოთა სანაცვლოდ აიღო 1 365 შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 51 იეჰოვას სიტყვისამებრ მოსემ გამოსასყიდი აარონსა და მის ვაჟებს მისცა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.