ზაქარია
10 „სთხოვეთ იეჰოვას, აწვიმოს გაზაფხულზე,
როცა წვიმების დრო დგება.
იეჰოვაა საწვიმარი ღრუბლების შემქმნელი,
ის, ვინც ადამიანებს კოკისპირულ წვიმას უგზავნის+
და მცენარეებს აღმოუცენებს მინდორში.
ფუჭ სიზმრებზე ლაპარაკობენ
და ამაოდ ცდილობენ ნუგეშისცემას.
ამიტომ ფარასავით იხეტიალებს ხალხი;
გაწამდებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
3 განრისხებული ვარ მწყემსებზე,
პასუხს ვაგებინებ მჩაგვრელ წინამძღოლებს,
რადგან მოხედა ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, თავის ფარას,+ იუდას,
და თავის დიდებულ საბრძოლო რაშად აქცია.
4 მისგან გამოდის თავკაცი,
მისგანვე გამოდის მმართველი და მხარდამჭერი;
მისგან გამოდის საბრძოლო მშვილდი,
მისგან გამოდის ყოველი ზედამხედველი, ყველანი მისგან გამოდიან.
5 მეომრებივით იქნებიან,
ქუჩის ტალახს რომ ზელენ ბრძოლისას.
ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს.+
მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, მე ვუპასუხებ მათ.
იხილავენ ამას მათი ვაჟები და გაიხარებენ;
იეჰოვათი გაიხარებს მათი გული.+
9 თესლივით მიმოვფანტავ მათ ხალხებში,
თუმცა შორს მყოფთაც კი ვემახსოვრები;
ძალას განიახლებენ ისინიც, მათი ვაჟებიც, და ერთად დაბრუნდებიან.
10 დავაბრუნებ მათ ეგვიპტიდან,
გამოვკრებ ასურეთიდან.+
გალაადსა+ და ლიბანში მივიყვან,
მაგრამ იქაც ვერ დაეტევიან.+
ბოლო მოეღება ასურეთის სიამაყეს და
კვერთხი წაერთმევა ეგვიპტეს.+