ფსალმუნები
დავითის საგალობელი, რომელიც მან იუდას უდაბნოში ყოფნისას დაწერა.+
63 ღმერთო, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გეძებ.+
წყალივით მომწყურდი.+
დავუძლურდი შენს მოლოდინში
უწყლო, გადამხმარ და გადახრუკულ მიწაზე.+
4 მთელი სიცოცხლე განგადიდებ,
ხელებს აღვაპყრობ და შენს სახელს მოვუხმობ.
9 ჩემი მოკვლის მსურველნი
მიწის სიღრმეში ჩავლენ.
10 მახვილით დაეცემიან,
ტურების საკბილო გახდებიან.
11 მეფე კი გაიხარებს ღმერთით;
ყველა მისი მოფიცარი იამაყებს,
რადგან დადუმდება ცრუ ბაგეები.