ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*. ასაფის+ საგალობელი.
2 ვეძებ იეჰოვას გასაჭირის ჟამს,+
მთელი ღამე მისკენ მაქვს ხელი აპყრობილი.
ვერ ვპოულობ ნუგეშს.
4 თვალი არ მომახუჭინე;
აფორიაქებული ვარ და ვერ ვლაპარაკობ.
და გულმოდგინედ ვიკვლევ ყოველივეს.
7 ნუთუ სამუდამოდ მიგვაგდო იეჰოვამ?!+
ნუთუ აღარ მოუბრუნდება გული ჩვენზე?!+
8 ნუთუ გაქრა მისი ურყევი სიყვარული*?!
ნუთუ ვეღარ იხილავენ მომავალი თაობები მისი დანაპირების შესრულებას?!
10 ვამბობ: „გული მაქვს აფორიაქებული,+
რადგან აღარ გვიმართავს ხელს უზენაესი“.
11 ყოველთვის მემახსოვრება იაჰის* საქმეები,
არასდროს დავივიწყებ გასაოცარ საქმეებს, უწინ რომ მოიმოქმედე.
13 ღმერთო, წმინდაა შენი გზები.
ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება სიდიადით?!+
14 შენა ხარ ღმერთი, სასწაულებს რომ ახდენს.+
შენ უჩვენე ხალხებს შენი ძალა.+
შეიძრნენ ღრმა წყლები.
17 ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა;
გრგვინვა ისმოდა მოღრუბლული ციდან
და დაქროდნენ შენი ისრები.+