მატიანე — წიგნი პირველი
8 ბენიამინს+ შეეძინა: ბელა,+ რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — აშბელი,+ მესამე — ახარახი, 2 მეოთხე — ნოხა და მეხუთე — რაფა. 3 ბელას ვაჟები იყვნენ: ადარი, გერა,+ აბიჰუდი, 4 აბიშუა, ნაამანი, ახოახი, 5 გერა, შეფუფანი და ხურამი. 6 აი, ეჰუდის ვაჟები, გებაში+ მცხოვრებ შტოთა თავკაცები, რომლებიც მანახათში გადაასახლეს: 7 ნაამანი, ახია და გერა. გერა წინ მიუძღოდა გადასახლებაში წასულთ. მას შეეძინა უზა და ახიხუდი. 8 შახარაიმს შეეძინა შვილები მოაბელთა მიწაზე, მას შემდეგ, რაც გაყარა ისინი; მისი ცოლები იყვნენ ხუშიმი და ბაარა.* 9 თავისი ცოლისგან, ხოდეშისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი, 10 იეუცი, საქია და მირმა. ესენი იყვნენ მისი ვაჟები, შტოთა თავკაცები.
11 ხუშიმისგან მას შეეძინა აბიტუბი და ელფაალი. 12 ელფაალის ვაჟები იყვნენ: ებერი, მიშამი, შემედი (მან ააშენა ონო+ და ლოდი+ მიმდებარე ქალაქებით), 13 ბერია და შემა. ისინი იყვნენ აიალონში+ მცხოვრებ შტოთა თავკაცები. მათ განდევნეს გათელები. 14 ახიო, შაშაკი, იერემოთი, 15 ზებადია, არადი, ედერი, 16 მიქაელი, იშფა და იოხა იყვნენ ბერიას შთამომავლები; 17 ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხებერი, 18 იშმერაი, იზლია და იობაბი — ელფაალის შთამომავლები; 19 იაკიმი, ზიქრი, ზაბდი, 20 ელიენაი, ცილეთაი, ელიელი, 21 ადაია, ბერაია და შიმრათი — შიმეის შთამომავლები; 22 იშფანი, ებერი, ელიელი, 23 აბდონი, ზიქრი, ხანანი, 24 ხანანია, ელამი, ანთოთია, 25 იფდეია და ფენუელი — შაშაკის შთამომავლები; 26 შამშერაი, შეხარია, ათალია, 27 იაარეშია, ელია და ზიქრი — იეროხამის შთამომავლები; 28 ესენი ყველანი საგვარტომო ნუსხებში შტოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
29 გაბაონის მამამთავარი იეიელი გაბაონში+ ცხოვრობდა. მის ცოლს მააქა ერქვა.+ 30 მისი პირმშო იყო აბდონი; შემდეგ მას შეეძინა: ცური, კიში, ბაალი, ნადაბი, 31 გედორი, ახიო და ზაქერი. 32 მიკლოთს შეეძინა შიმეა. ისინი თავიანთი ნათესავების მახლობლად სხვა მოძმეებთან ერთად იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
33 ნერს+ შეეძინა კიში, კიშს — საული,+ საულს — იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი*.+ 34 იონათანის ვაჟი იყო მერიბ-ბაალი*.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+ 35 მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეა და ახაზი. 36 ახაზს შეეძინა იეჰოადა, იეჰოადას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი, ზიმრის — მოცა, 37 მოცას — ბინეა, ბინეას — რაფაჰი, რაფაჰს — ელეასა და ელეასას — აცელი. 38 აცელს ჰყავდა ექვსი ვაჟი. მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი ყველანი აცელის ვაჟები იყვნენ. 39 მისი ძმის, ეშეკის, ვაჟები იყვნენ: ულამი, რომელიც მისი პირმშო იყო, მეორე — იეუში და მესამე — ელიფელეტი. 40 ულამის ძეები მამაცი მეომრები, მშვილდოსნები, იყვნენ. მათ ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდათ — მათი რიცხვი 150-ს ითვლიდა. ესენი ყველანი ბენიამინის შთამომავლები იყვნენ.