კანონი
34 წავიდა მოსე მოაბის ხრიოკი ველიდან და ავიდა ნებოს მთაზე,+ ფისგის წვერზე,+ იერიხონის მოპირდაპირედ.+ აჩვენა მას იეჰოვამ მთელი მიწა გალაადიდან დანამდე,+ 2 ნაფთალის, ეფრემისა და მენაშეს მთელი მიწები, იუდას მთელი მიწა დასავლეთის ზღვამდე*,+ 3 ნეგები+ და იორდანის მხარე,+ იერიხონის ველი, პალმების ქალაქი*, ცოარამდე.+
4 იეჰოვამ მას უთხრა: „აი ეს მიწა, რომელზეც აბრაამს, ისაკსა და იაკობს ფიცით აღვუთქვი, რომ მათ შთამომავალს მივცემდი.+ დაგანახვე, მაგრამ ვერ გადახვალ იქ“.+
5 იეჰოვას მსახური მოსე იქ მოკვდა, მოაბის მიწაზე, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები.+ 6 დამარხა ღმერთმა იგი მოაბის მიწაზე, ველზე, ბეთ-ფეორის მოპირდაპირედ, და დღემდე არავინ იცის, სადაა მისი საფლავი.+ 7 მოსე 120 წლისა იყო, როცა მოკვდა;+ თვალთ არ დაჰკლებია და ძალა არ გამოლევია. 8 ისრაელებმა მოსე 30 დღე იგლოვეს მოაბის ხრიოკ ველზე;+ დასრულდა გლოვისა და ტირილის დღეები.
9 იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნით, რადგან მოსემ დაადო მას ხელი.+ უსმენდნენ მას ისრაელები და ისე იქცეოდნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+ 10 აღარ გამოჩენილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი,+ რომელთანაც ასე ახლოს იქნებოდა იეჰოვა.+ 11 იეჰოვას დავალებით მან მოახდინა სასწაულები მთელი ეგვიპტის მიწაზე, ფარაონისა და ყველა მისი მსახურის თვალწინ+ 12 ძლიერი ხელითა და შიშის მომგვრელი ძალით, რაც მთელმა ისრაელმა საკუთარი თვალით დაინახა.+