მატიანე — წიგნი პირველი
25 დავითმა და ჯგუფების ზედამხედველებმა გამოარჩიეს ასაფის, ჰემანისა და იედუთუნის+ ზოგი ვაჟი, რომლებსაც წინწილების,+ ქნარებისა თუ სხვა სიმებიანი საკრავების+ თანხლებით უნდა ეწინასწარმეტყველათ. აი მათი ჩამონათვალი, ვინც დანიშნეს ამგვარი მსახურების შესასრულებლად: 2 ასაფის ვაჟთაგან — ზაქური, იოსები, ნეთანია და ასარელა; მათ თავიანთი მამა, ასაფი, უწევდა ზედამხედველობას, რომელიც მეფის ხელმძღვანელობით წინასწარმეტყველებდა; 3 იედუთუნის+ ვაჟთაგან — გედალია, ცერი, იეშაია, შიმეი, ხაშაბია და მათითია+ — ექვსნი; მათ თავიანთი მამა, იედუთუნი, ზედამხედველობდა, რომელიც ქნარის თანხლებით წინასწარმეტყველებდა, და მადლობდა და ადიდებდა იეჰოვას;+ 4 ჰემანის+ ვაჟთაგან — ბუკია, მათანია, უზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი და მახაზიოთი. 5 ესენი მეფის წინასწარმხილველის, ჰემანის, ვაჟები იყვნენ, რომელიც ღვთის სიტყვას აცხადებდა მის განსადიდებლად*. ღმერთმა ჰემანს 14 ვაჟი და 3 ასული უბოძა. 6 ყველანი თავიანთი მამის ხელმძღვანელობით გალობდნენ იეჰოვას კარვის წინ წინწილების, ქნარებისა+ თუ სხვა სიმებიანი საკრავების თანხლებით, და ასე უსრულებდნენ ღმერთს მსახურებას.
თავად ასაფს, იედუთუნსა და ჰემანს კი მეფე ხელმძღვანელობდა.
7 მათი და მათი მოძმეების რიცხვი, რომლებიც განსწავლული და დახელოვნებული მგალობლები იყვნენ და იეჰოვას უგალობდნენ, 288-ს შეადგენდა; 8 დიდმა თუ პატარამ, გაწაფულმა თუ გაუწაფავმა, წილისყრით+ დაინაწილეს მოვალეობები.
9 პირველი წილი ერგო იოსებს+ ასაფის ვაჟებიდან, მეორე — გედალიას,+ მის ძმებსა და ვაჟებს, 12 კაცს; 10 მესამე — ზაქურს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 11 მეოთხე — იცრის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 12 მეხუთე — ნეთანიას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 13 მეექვსე — ბუკიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 14 მეშვიდე — იეშარელას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 15 მერვე — იეშაიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 16 მეცხრე — მათანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 17 მეათე — შიმეის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 18 მეთერთმეტე — აზარელს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 19 მეთორმეტე — ხაშაბიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 20 მეცამეტე — შუბაელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 21 მეთოთხმეტე — მათითიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 22 მეთხუთმეტე — იერემოთს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 23 მეთექვსმეტე — ხანანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 24 მეჩვიდმეტე — იოშბეკაშას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 25 მეთვრამეტე — ხანანის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 26 მეცხრამეტე — მალოთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 27 მეოცე — ელიათას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 28 ოცდამეერთე — ჰოთირს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 29 ოცდამეორე — გიდალთის,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 30 ოცდამესამე — მახაზიოთს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 31 ოცდამეოთხე — რომამთი-ეზერს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს.