ლევიანები
3 „თუ შემწირველი სამშვიდობო მსხვერპლს+ სწირავს და ეს მსხვერპლი საქონლიდანაა, მამალი იქნება თუ დედალი, საღი უნდა მიიყვანოს იეჰოვას წინაშე. 2 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი და დაიკლას ის შეხვედრის კარვის შესასვლელთან. აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ. 3 მიიტანოს მან სამშვიდობო მსხვერპლის ნაწილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად+ — ქონი,+ რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი, 4 ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა, და ღვიძლის ქონი.+ 5 დაწვან ის აარონის ვაჟებმა სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე დადებულ დასაწვავ შესაწირავზე, რომ აბოლდეს.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+
6 თუ ის იეჰოვას ფარიდან სწირავს სამშვიდობო მსხვერპლს, მამალი იქნება თუ დედალი, საღი უნდა მიიყვანოს.+ 7 თუ შესაწირავად მამალი თოხლი მიჰყავს, ისიც იეჰოვას წინაშე მიიყვანოს. 8 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი და დაიკლას ის შეხვედრის კარვის წინ. აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ. 9 იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად მიიტანოს მან სამშვიდობო მსხვერპლის მთელი ქონი,+ დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი, 10 ღვიძლის ქონი და ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა.+ 11 დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის იეჰოვას წილი*, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი.+
12 თუ ის თხას სწირავს, ისიც იეჰოვას წინაშე მიიყვანოს. 13 დაადოს თავზე ხელი და დაიკლას ის შეხვედრის კარვის წინ. აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურონ. 14 მიიტანოს მისი ნაწილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად — ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, აგრეთვე ნაწლავის ქონი,+ 15 ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად, რაც ფერდებთანაა, და ღვიძლის ქონი. 16 დაწვას ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, რომ აბოლდეს. ეს არის ღვთის წილი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება. მთელი ქონი იეჰოვას ეკუთვნის.+
17 ეს არის სამარადისო წესი თქვენთვის თაობიდან თაობამდე ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ: არ ჭამოთ არც ქონი და არც სისხლი“.+