ქებათა ქება
ვეძებდი, მაგრამ ამაოდ.+
2 ავდგები და მოვივლი ქალაქს,
ქუჩებსა და მოედნებს;
მოვძებნი ჩემს სატრფოს.
ვეძებე, მაგრამ ვერსად ვპოვე.
3 შემომხვდნენ ქალაქის შემოსავლელად გამოსული გუშაგები;+
ვკითხე, ჩემი სატრფო ხომ არ გინახავთ-მეთქი.
4 გავცდი თუ არა მათ,
მაშინვე ვიპოვე ჩემი სატრფო.
ხელი მოვკიდე და აღარ გავუშვი,
სანამ არ მივიყვანე დედაჩემის სახლში,+
და არ შევიყვანე მის შიდა ოთახში, ვინც მე გამაჩინა.
5 იერუსალიმის ასულნო,
ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს გაფიცებთ,
ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს,
სანამ თავისით არ მოვა!“+
6 „ეს რა არის, უდაბნოდან კვამლის სვეტებივით რომ მოიწევს
და ზმირინის, გუნდრუკისა და
ვაჭრების სურნელოვან ფხვნილთა სუნს რომ აფრქვევს?“+
7 „ეს ხომ სოლომონის ტახტრევანია!
სამოცი ვაჟკაცი ახვევია გარს,
ისრაელის რჩეული ვაჟკაცები.+
8 ყველას მახვილი აქვს,
ბრძოლაში გაწაფულნი არიან,
თითოეულს მახვილი აქვს შებმული
ღამის ხიფათისგან თავდასაცავად“.
10 სვეტები ვერცხლისა აქვს,
საყრდენები — ოქროსი.
მისი დასაჯდომი იისფერი შალისაა.
მისი შიდა მხარე იერუსალიმის ასულებმა
სიყვარულით მორთეს“.
11 „გადით, სიონის ასულნო,
ნახეთ მეფე სოლომონი,
საქორწილო გვირგვინი რომ ადგას,
დედამისმა+ რომ დაუწნა ქორწილის დღეს,
იმ დღეს, მთელი გულით რომ ხარობდა“.