ეზრა
9 ამ ამბების შემდეგ მოვიდნენ ჩემთან მთავრები და მითხრეს: „ისრაელი ხალხი, მღვდლები და სხვა ლევიანები არ გამოყოფიან ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს და კვლავ ქანაანელების, ხეთელების, ფერიზელების, იებუსელების, ამონელების, მოაბელების, ეგვიპტელებისა+ და ამორეველების+ მსგავსად საძაგელ საქმეებს+ სჩადიან. 2 თავადაც მათი ასულები შეირთეს და თავიანთ ვაჟებსაც შერთეს;+ ისინი, წმინდა შთამომავლობა,+ ამ მიწის მკვიდრთ+ შეერივნენ. ყველაზე მეტად მთავრები და მმართველები ორგულობენ ღმერთს“.
3 ამ ამბის გაგონებაზე ტანსაცმელი შემოვიხიე და თმა-წვერი დავიგლიჯე; ვიჯექი თავზარდაცემული. 4 ჩემთან მოგროვდა ყველა, ვისაც ღვთის სიტყვისადმი მოწიწება ჰქონდა და წუხდა გადასახლებიდან დაბრუნებული ხალხის ორგულობის გამო, მე კი საღამოს მარცვლეული შესაწირავის შეწირვის დრომდე+ თავზარდაცემული ვიჯექი.
5 საღამომდე ვგლოვობდი; ავდექი მარცვლეული შესაწირავის+ შეწირვის დროს ტანსაცმელშემოხეული, მუხლი მოვიყარე და ხელები იეჰოვასკენ, ჩემი ღვთისკენ, აღვაპყარი; 6 ვთქვი: «ჩემო ღმერთო, მრცხვენია და შენკენ ამოხედვასაც ვერ ვბედავ, ჩემო ღმერთო, რადგან ძალზე დიდია ჩვენი დანაშაული და ცას სწვდება.+ 7 დიდია ჩვენი დანაშაული ჩვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული დღემდე.+ ჩვენი დანაშაულის გამო ჩვენ, ჩვენს მეფეებსა და მღვდლებს სხვა ქვეყნების მეფეები გვიპყრობდნენ, გვიტევდნენ მახვილით,+ გვატყვევებდნენ,+ გვძარცვავდნენ+ და გვამცირებდნენ, და ეს დღემდე ასეა.+ 8 დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც შეგვიწყალე იეჰოვა, ჩვენო ღმერთო — ტყვეობიდან იხსენი ზოგიერთი ჩვენგანი და უსაფრთხოდ დაგვამკვიდრე შენს წმინდა ადგილზე,+ რათა თვალები გაგვბრწყინებოდა, ჩვენო ღმერთო, და მონობაში მყოფთ ცოტათი მაინც მოგვეთქვა სული. 9 მონები ვართ,+ მაგრამ არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს მონობაში; მან სიკეთე* გვიყო და წყალობა გვაპოვნინა სპარსეთის მეფეთა თვალში,+ რომ შვება გვეგრძნო და აგვეგო ჩვენი ღვთის ტაძარი,+ ნანგრევებიდან აღგვედგინა იგი და დაცული ვყოფილიყავით* იუდასა და იერუსალიმში.
10 ახლა კი, ამ ყველაფრის მერე, რაღა გვეთქმის, ჩვენო ღმერთო?! აღარ ვიცავთ შენს მცნებებს, 11 შენს მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით რომ მოგვეცი, და გვითხარი: „მიწა, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ, უწმინდურია მის მკვიდრთა უწმინდურების, მათი საძაგელი საქმეების გამო; კიდით კიდემდე წაბილწეს ეს მიწა.+ 12 ამიტომ ნუ მიათხოვებთ თქვენს ასულებს მათ ვაჟებს და ნურც მათ ასულებს მოუყვანთ თქვენს ვაჟებს.+ ნურაფერს გააკეთებთ მათ სამშვიდობოდ და საკეთილდღეოდ,+ რათა გაძლიერდეთ, ჭამოთ იმ მიწის დოვლათი და სამარადისოდ დაუმკვიდროთ ის თქვენს ვაჟებს“. 13 იმის შემდეგ, რაც დაგვემართა ჩვენი ბოროტებისა და მრავალი ცოდვის გამო, თუმცა სრულად არ მოგიკითხავს,+ ღმერთო, ჩვენთვის დანაშაული და მაინც გვიხსენი,+ 14 ნუთუ კვლავ უნდა ვარღვევდეთ შენს მცნებებს და ვუმოყვრდებოდეთ საზიზღარი საქმეების ჩამდენ ხალხებს?!+ განა არ განგვირისხდები და ერთიანად არ გაგვავლებ მუსრს?! 15 შენ მართალი ხარ, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ რადგან შენი წყალობით დღემდე ცოცხალია ზოგიერთი ჩვენგანი. ვიცით, რომ დამნაშავენი ვართ შენ წინაშე და როგორღა გემსახუროთ?!»+