ეზეკიელი
28 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, უთხარი ტვიროსის მთავარს, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა:
„რაკი გადიდგულდი,+ ამბობ, ღმერთი ვარ,
ღვთის ტახტზე ვზივარ შუაგულ ზღვაშიო.+
შენ ღმერთი არა ხარ, ადამიანი ხარ,
თუმცა გულის სიღრმეში თავი ღმერთად მიგაჩნია.
3 თავი დანიელზე ბრძენი გგონია.+
გგონია, რომ ყველა საიდუმლო იცი.
6 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„რაკი გულის სიღრმეში თავი ღმერთად მიგაჩნია,
7 შემოგისევ უცხოტომელებს, ხალხთა შორის უსასტიკესთ,+
იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ
და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.+
9 შენს მკვლელსაც ეტყვი, ღმერთი ვარო?!
შენს წამბილწველთა ხელში ადამიანი იქნები და არა ღმერთი.
10 წინადაუცვეთელივით მოკვდები უცხოტომელთა ხელით,
რადგან მე ვამბობ ამას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
11 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 12 «კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა იმღერე ტვიროსის მეფეზე და უთხარი მას, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა:
13 ედემში, ღვთის ბაღში, იყავი;
ძვირფასი ქვები გამკობდა:
ლალი, ტოპაზი, იასპი, ქრიზოლითი, ონიქსი, ჟადეიტი, საფირონი, ფირუზი+ და ზურმუხტი.
ყველა მათგანი ოქროს ბუდეში იჯდა.
შენი შექმნის დღეს დამზადდა ისინი.
14 ფრთაგაშლილ, ცხებულ ქერუბიმად დაგნიშნე,
ღვთის წმინდა მთაზე იყავი+ და ცეცხლოვან ქვებს შორის მიმოდიოდი.
შებღალულს ღვთის მთიდან გაგაძევებ და მოგსპობ,+
ფრთაგაშლილო ქერუბიმო, ვეღარ ივლი ცეცხლოვან ქვებს შორის!
17 გაგადიდგულა შენმა სილამაზემ;+
დაგაკარგვინა სიბრძნე შენმა ბრწყინვალებამ.+
ჩამოგაგდებ დედამიწაზე,+
მეფეთათვის სანახაობად გაქცევ.
18 შენი მძიმე დანაშაულითა და უპატიოსნო ვაჭრობით წაბილწე შენი წმინდა ადგილები.
ცეცხლს ავაბრიალებ და გშთანთქავ;+
ფერფლად გაქცევ მათ თვალწინ, ვინც შემოგცქერის.
19 ყველა, ვინც გიცნობდა, გაოგნებული დაგიწყებს ყურებას.+
უეცრად დაგიდგება საშინელი აღსასრული
და სამარადისოდ გაქრები“».+
20 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 21 «კაცის ძეო, შებრუნდი სიდონისკენ+ და მისდა საუბედუროდ იწინასწარმეტყველე; 22 უთხარი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა:
„შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, სიდონო, და განვდიდდები შენ თვალწინ;
გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა განაჩენს აღვასრულებ შენზე და განვიწმინდები.
23 ჭირს მოვუვლენ მას და სისხლი იდინებს მის ქუჩებში.
მის შუაგულში ეყრებიან დახოცილები, რომელთაც ყოველი მხრიდან მოვლენილი მახვილი მოუღებს ბოლოს;
გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა.+
24 აღარ იქნებიან ისრაელები მჩხვლეტავი და მტკივნეული ეკალ-ბარდებით,+ მოძულეებით, გარშემორტყმულნი; გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“.
25 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შევკრებ ხალხებში გაფანტულ ისრაელებს+ და განვიწმინდები მათ შორის ხალხების დასანახავად.+ დასახლდებიან თავიანთ მიწაზე,+ რომელიც ჩემს მსახურ იაკობს მივეცი.+ 26 უსაფრთხოდ იცხოვრებენ,+ ააშენებენ სახლებს და გააშენებენ ვენახებს.+ აღვასრულებ განაჩენს მათ ირგვლივ მცხოვრებ ყველა მათ მოძულეზე და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ;+ მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“».