მატიანე — წიგნი პირველი
7 ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა, ფუა, იაშუბი და შიმრონი+ — ოთხნი. 2 თოლას ვაჟები იყვნენ: უზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იბსამი და შემუელი, შტოთა თავკაცები. თოლას შთამომავლები მამაცი მეომრები იყვნენ. დავითის დროს მათი რიცხვი 22 600-ს შეადგენდა. 3 უზის შთამომავლები იყვნენ იზრახია და მისი ვაჟები: მიქაელი, ობადია, იოელი და იშია; ხუთივე თავკაცი იყო. 4 მათ და მათ შთამომავლებს ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ, ამიტომ თავიანთი შტოებიდან 36 000 მეომრის გაყვანა შეეძლოთ საომრად. 5 მათი მოძმეები ისაქარის ყველა შტოში მამაცი მეომრები იყვნენ. მათ საგვარტომო ნუსხაში 87 000 კაცი ირიცხებოდა.+
6 ბენიამინის+ ვაჟები იყვნენ: ბელა,+ ბექერი+ და იედიაელი+ — სამნი. 7 ბელას ვაჟები იყვნენ: ეცბონი, უზი, უზიელი, იერიმოთი და ირი; ხუთივე მამაცი მეომარი და შტოს თავკაცი იყო. მათ საგვარტომო ნუსხაში 22 034 კაცი ირიცხებოდა.+ 8 ბექერის ვაჟები იყვნენ: ზემირა, იოაში, ელიეზერი, ელიოენაი, ომრი, იერემოთი, აბია, ანათოთი და ალემეთი; ესენი ყველანი ბექერის ვაჟები იყვნენ. 9 ამ შტოთა თავკაცების საგვარტომო ნუსხაში მათ შთამომავალთაგან 20 200 მამაცი მეომარი აღირიცხა. 10 იედიაელის+ ვაჟი იყო ბილჰანი; ბილჰანის ვაჟები იყვნენ: იეუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. 11 ესენი ყველანი იედიაელის შთამომავლები იყვნენ, თავ-თავიანთი შტოების თავკაცები. მათი შტოებიდან სულ 17 200 მამაც მეომარს შეეძლო საომრად გასვლა.
12 შუფიმი და ხუფიმი ირის+ ვაჟები იყვნენ. ხუშიმი ახერის შთამომავალი იყო.
13 ნაფთალის ვაჟები+ იყვნენ: იახციელი, გუნი, იეცერი და შალუმი — ბილჰას+ შთამომავლები.
14 მენაშეს+ შთამომავალი იყო ასრიელი, რომელიც სირიელმა ხარჭამ გაუჩინა (მას შეეძინა მაქირი,+ გალაადის მამა. 15 მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმსა და შუფიმს; მათ დას მააქა ერქვა) და კიდევ ერთი, რომელსაც ცელოფხადი+ ერქვა. ცელოფხადს ქალიშვილები ჰყავდა.+ 16 მააქას, მაქირის ცოლს, შეეძინა ვაჟი, რომელსაც ფერეში დაარქვა. მის ძმას შერეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რეკემი. 17 ულამის ვაჟი იყო ბედანი. ესენი იყვნენ გალაადის, მაქირის ძის, მენაშეს ძის, შთამომავლები. 18 მისი და იყო ჰამოლექეთი. მას შეეძინა იშჰოდი, აბი-ეზერი და მახლა. 19 შემიდას ვაჟები იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიამი.
20 ეფრემის+ ვაჟი იყო შუთელა,+ შუთელას ვაჟი — ბერედი, ბერედის ვაჟი — თახათი, თახათის ვაჟი — ელეადა, ელეადას ვაჟი — თახათი, 21 თახათის ვაჟი — ზაბადი, ზაბადის ვაჟი — შუთელა. ეფრემს აგრეთვე შეეძინა ეცერი და ელეადი. იმ მიწის მკვიდრმა გათელებმა+ მათ საქონლის წართმევა დაუპირეს და დახოცეს ისინი. 22 დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა; მოდიოდნენ მასთან სანუგეშებლად მოძმეები. 23 ამის შემდეგ დაწვა ის თავის ცოლთან; დაორსულდა ქალი და შეეძინა ვაჟი. მამამ მას ბერია* დაარქვა, რადგან ქალმა იგი იმ დროს გააჩინა, როცა ოჯახში უბედურება დატრიალდა. 24 მისი ასული იყო შეერა, რომელმაც ქვემო+ და ზემო ბეთ-ხორონი+ და უზენ-შეერა ააშენა. 25 მისი ვაჟები იყვნენ: რეფახი და რეშეფი; რეშეფის ვაჟი იყო თელახი, თელახის ვაჟი — თახანი, 26 თახანის ვაჟი — ლადანი, ლადანის ვაჟი — ამიჰუდი, ამიჰუდის ვაჟი — ელიშამა, 27 ელიშამას ვაჟი — ნავე, ნავეს ვაჟი — იესო.+
28 მათი სამკვიდრო, მათი საცხოვრებელი, იყო: ბეთელი+ მიმდებარე ქალაქებით, აღმოსავლეთით ნაარანი, დასავლეთით გეზერი მიმდებარე ქალაქებით, შექემი მიმდებარე ქალაქებით აიამდე* და მის მიმდებარე ქალაქებამდე, 29 მენაშეს შთამომავლების სამკვიდროს გვერდით ბეთ-შეანი+ მიმდებარე ქალაქებით, თაანახი+ მიმდებარე ქალაქებით, მეგიდო+ მიმდებარე ქალაქებით და დორი+ მიმდებარე ქალაქებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელის ძის, იოსების, შთამომავლები.
30 აშერის ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი და ბერია;+ მათი და იყო სერა.+ 31 ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა. 32 ხებერს შეეძინა იაფლეტი, შომერი და ხოთამი, და მათი და შუა. 33 იაფლეტის ვაჟები იყვნენ: ფასაქი, ბიმჰალი და აშვათი. ესენი იყვნენ იაფლეტის ვაჟები. 34 შემერის* ვაჟები იყვნენ: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი. 35 მისი ძმის, ჰელემის,* ვაჟები იყვნენ: ცოფახი, იმნა, შელეში და ამალი. 36 ცოფახის ვაჟები იყვნენ: სუახი, ხარნეფერი, შუალი, ბერი, იმრა, 37 ბეცერი, ჰოდი, შამა, შილშა, ითრანი და ბეერა. 38 იეთერის ვაჟები იყვნენ: იეფუნე, ფისფა და არა. 39 ულას ვაჟები იყვნენ: არახი, ხანიელი და რიცია. 40 ესენი იყვნენ აშერის შთამომავლები, თავ-თავიანთი შტოების თავკაცები, რჩეული, მამაცი მეომრები, თავკაცთა მეთაურები. მათ საგვარტომო ნუსხაში+ 26 000 კაცი+ ირიცხებოდა, რომლებსაც ომში გასვლა შეეძლოთ.