გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი.
65 ღმერთო, შენი ქება გაისმება სიონში;+
შეგისრულებთ აღთქმებს.+
2 ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყველანაირი ადამიანი.+
3 ჩემმა შეცდომებმა მშთანთქა,+
მაგრამ შენ გვპატიობ ცოდვებს.+
4 ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ
შენს ეზოებში დასამკვიდრებლად.+
ავივსებით იმ კურთხევებით, შენს სახლში რომ არის,+
შენს წმინდა ტაძარში.+
5 შენი სიმართლისამებრ შიშის მომგვრელი საქმეებით+ გვიპასუხებ,
ღმერთო, ჩვენო მხსნელო;
შენ ხარ დედამიწის კიდეებსა+
თუ შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედი.
6 მტკიცედ დააფუძნე მთები შენი ძალით;
ძლიერებით ხარ მოსილი.+
7 შენ აწყნარებ ბობოქარ ზღვებს,+
მგრგვინავ ტალღებსა და მღელვარე ერებს.+
8 შენი ნამოქმედარის გამო შიში შეიპყრობთ შორეული მხარეების მკვიდრთ;+
შენი წყალობით ყველა სიხარულით იყიჟინებს მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.
9 ღმერთო, შენ ზრუნავ დედამიწაზე,
აძლევ ხვავსა და ბარაქას,+
წყლით ავსებ მდინარეებს,
მარცვლეულს აძლევ ადამიანებს;+
ასე გაქვს შექმნილი დედამიწა.
10 შენ რწყავ მის კვლებს და ასწორებ მის ხნულებს;
შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ამონაყარს.+
11 შენი სიკეთით აგვირგვინებ წელიწადს;
ხვავი და ბარაქაა შენს გზასავალზე.+
12 აბიბინებულა საძოვრები უდაბნოში+
და სიხარული გამეფებულა გორებზე.+
13 ფარებით მოფენილა საძოვრები
და მარცვლეულით ავსებულა მინდვრები;+
სიხარულით ყიჟინებენ და მღერიან ისინი.+