მეფეები — წიგნი პირველი
4 მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.+ 2 მის დროს მთავრები იყვნენ: მღვდელი აზარია — ცადოკის+ ვაჟი, 3 მწერლები+ ელიხორეფი და ახია — შიშას ვაჟები, მემატიანე იეჰოშაფატი+ — ახილუდის ვაჟი, 4 მხედართმთავარი ბენაია+ — იეჰოიადას ვაჟი, მღვდლები ცადოკი და აბიათარი,+ 5 ზედამხედველთა უფროსი აზარია — ნათანის+ ვაჟი, მღვდელი და მეფის მეგობარი+ ზაბუდი — ნათანის ვაჟი, 6 სასახლის ზედამხედველი ახიშარი და სავალდებულო სამუშაოების შემსრულებელთა+ ზედამხედველი ადონირამი+ — აბდას ვაჟი.
7 სოლომონს ისრაელში 12 ზედამხედველი ჰყავდა დანიშნული, რომ სარჩოთი მოემარაგებინათ მეფე და მისი სახლეულობა; თითოეული წელიწადში თითო თვე ამარაგებდა.+ 8 აი ისინიც: ხურის ვაჟი — ეფრემის მთიან მხარეში; 9 დეკერის ვაჟი — მაკაცში, შაალბიმში,+ ბეთ-შემეშსა და ელონ-ბეთ-ხანანში; 10 ხესედის ვაჟი — არუბოთში (მას ებარა სოქო და ხეფერის მთელი მიწა); 11 აბინადაბის ვაჟი — დორის მაღლობებზე (მას ცოლად ჰყავდა ტაფათი, სოლომონის ასული); 12 ბაანა, ახილუდის ვაჟი — თაანახში, მეგიდოსა+ და მთელ ბეთ-შეანში,+ ცარეთანთან, იზრეელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ-მეჰოლამდე, იოკმეამის+ მხარემდე; 13 გებერის ვაჟი — გალაადის რამოთში+ (მას ებარა მენაშეს შთამომავლის, იაირის,+ კარვების სოფლები გალაადში+ და არგობის+ მხარე ბაშანში+ — 60 დიდი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი ქალაქი); 14 ახინადაბი, იდოს ვაჟი — მახანაიმში;+ 15 ახიმააცი — ნაფთალში (მასაც სოლომონის ასული ბასმათი ჰყავდა ცოლად); 16 ბაანა, ხუშაის ვაჟი — აშერსა და ბეალოთში; 17 იეჰოშაფატი, ფარუას ვაჟი — ისაქარში; 18 შიმეი,+ ელას ვაჟი — ბენიამინში;+ 19 გებერი, ურის ვაჟი — გალაადის+ მიწაზე, ამორეველთა მეფე სიხონისა+ და ბაშანის მეფე ოგის+ მიწაზე. ყველა ზედამხედველს კი ერთი ზედამხედველობდა.
20 იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იყო;+ ჭამდა, სვამდა და მხიარულობდა ხალხი.+
21 განაგებდა სოლომონი ყველა სამეფოს მდინარიდან*+ ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე; ისინი ემსახურებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე და ხარკს უხდიდნენ.+
22 სოლომონის დღიური სარჩო იყო: 30 ქორი* წმინდად დაფქული ფქვილი და 60 ქორი ჩვეულებრივი ფქვილი, 23 10 ნასუქი და 20 ნაიალაღარი ძროხა, 100 ცხვარი, აგრეთვე ირმები, ქურციკები, შვლები და ნასუქი გუგულები. 24 მდინარის+ გამოღმა, თიფსახიდან ღაზამდე,+ ყველაფერი მისი იყო, ყველა მეფე მას ემორჩილებოდა; გარშემო ყველასთან მშვიდობა ჰქონდა.+ 25 სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე.
26 სოლომონს ეტლის ცხენებისთვის 4 000* სადგომი ჰქონდა და 12 000 ცხენი ჰყავდა.+
27 ზედამხედველები სარჩოთი ამარაგებდნენ მეფე სოლომონსა და ყველას, ვინც მისი სუფრიდან იკვებებოდა; თითოეული თავის თვეში ამარაგებდა მეფეს და ზრუნავდა იმაზე, რომ არაფერი მოჰკლებოდა.+ 28 მათ აგრეთვე მიჰქონდათ ქერი და ნამჯა ცხენებისა და ბედაურებისთვის იქ, სადაც საჭირო იქნებოდა; თითოეულს იმდენი, რამდენიც მოეთხოვებოდა.
29 უხვად მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე და გამჭრიახობა და ზღვის ქვიშასავით ულევი წვდომის უნარი.+ 30 სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა და ეგვიპტის სიბრძნეს აღემატებოდა.+ 31 ის ყველაზე ბრძენი იყო, ეზრახელ ეთანზეც+ და ჰემანზეც,+ ქალქოლსა+ და დარდაზეც — მახოლის ვაჟებზე; მან სახელი გაითქვა მეზობელ ერებში.+ 32 სოლომონმა წარმოთქვა 3 000 იგავი+ და შეთხზა 1 005 სიმღერა.+ 33 ყვებოდა ხეებზე, ლიბანის კედრით დაწყებული უსუპით+ დამთავრებული, კედელზე რომ იზრდება, აგრეთვე ცხოველებზე,+ ფრინველებზე,+ ქვეწარმავლებსა*+ და თევზებზე. 34 მიდიოდა ხალხი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად ყველა ერიდან, მეფეებიც კი მიდიოდნენ, რომელთაც მის სიბრძნეზე სმენოდათ.+