ოსია
ყურადღებით იყავი, ისრაელო,
ყური დამიგდე, მეფის სახლო,
რადგან გასამართლდებით.
მახედ ექეცით მიცფას,
და გაშლილ ბადედ — თაბორს.+
2 განდგომილები ხოცვა-ჟლეტაში არიან ჩაფლულნი;
შევაგონებ ყოველ მათგანს.
5 ისრაელის სიამაყემ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაამოწმა.+
ისრაელი და ეფრემი თავიანთი დანაშაულის გამო წაბორძიკდნენ.
იუდაც მათთან ერთად წაბორძიკდა.+
6 წავიდნენ თავიანთი ცხვარ-ძროხით და ძებნა დაუწყეს იეჰოვას,
მაგრამ ვერ იპოვეს.
ის გაეცალა მათ.+
ერთ თვეში შთაინთქმებიან თავიანთი ქონებითურთ.
8 საყვირს ჩაჰბერეთ+ გიბაში, ბუკს — რამაში!+
საომარი ყიჟინა დაეცით ბეთ-ავენში!+ შენ მოგყვებით, ბენიამინ!
9 ეფრემ, გაოგნდება ხალხი შენი დასჯის დღეს.+
ისრაელის ტომებს გამოვუცხადე, რაც მოხდება.
10 იუდას მთავრები მათ ჰგვანან, ვინც მიჯნას სწევს.+
წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
12 ჩრჩილივით ვიყავი ეფრემისთვის
და შემმუსვრელივით — იუდასთვის.
13 როცა ეფრემმა თავისი ავადმყოფობა დაინახა
და იუდამ — თავისი წყლული,
ეფრემი ასურეთში+ წავიდა და მაცნეები გაუგზავნა დიდ მეფეს,
მაგრამ მან ვერ მოგარჩინათ,
ვერ განკურნა თქვენი წყლული.
14 ლომის ბოკვრად ვექცევი ეფრემს
და ძლიერ ლომად — იუდას.
15 წავალ, დავბრუნდები ჩემს ადგილას;
მოიმკიან თავიანთი დანაშაულის შედეგებს
და მერე დამიწყებენ წყალობის თხოვნას.+
როცა გაუჭირდებათ, მაშინ დამიწყებენ ძებნას“.+