ფსალმუნები
მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მან გამოქვაბულში+ ყოფნისას დაწერა. ლოცვა.
142 მთელი ხმით შევთხოვ იეჰოვას შველას,+
შევღაღადებ იეჰოვას, რომ წყალობა მიყოს.
2 მას ვუღვრი სულს, მას ვუყვები ჩემს გასაჭირს,+
3 როცა სულგამწარებული ვარ.
შენ უწყი ჩემი გზასავალი.+
მახე დამიგეს მტრებმა ჩემს სავალ გზაზე.
არსად მაქვს თავშესაფარი+
და არავის ვადარდებ.
5 შენ მოგიხმობ საშველად, იეჰოვა,
ვამბობ: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,+
ერთადერთი იმედი ამ ცისქვეშეთში!“
6 მომისმინე, როცა შველას გთხოვ,
რადგან შავი დღე მადგას.
მიხსენი ჩემი მდევნელებისგან,+
რადგან ჩემზე ძლიერნი არიან.
7 გამომიყვანე დილეგიდან,
რომ განვადიდო შენი სახელი.
ჩემ გარშემო შეიკრიბონ მართლები,
რადგან კეთილად მეპყრობი.