ზაქარია
3 მან მახილვინა იეჰოვას ანგელოზის წინ მდგომი მღვდელმთავარი იეჰოშუა+ და სატანა,+ რომელიც მარჯვნივ ედგა, ხელი რომ შეეშალა მისთვის. 2 იეჰოვას ანგელოზმა სატანას უთხრა: „იეჰოვამ შეგრისხოს, სატანავ!+ შეგრისხოს იეჰოვამ, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია!+ ეს ხომ ცეცხლიდან გამოღებული კუნძია?!“
3 იეჰოშუას ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა და ანგელოზის წინ იდგა. 4 ანგელოზმა მის წინ მდგომთ მიმართა: „გახადეთ მას ჭუჭყიანი ტანსაცმელი!“ მას კი უთხრა: „აი, მოგაცილე დანაშაული და მშვენიერი სამოსით შეიმოსები“.+
5 ვთქვი, სუფთა თავსაბურავი დაახურეთ-მეთქი.+ მათაც დაახურეს მას სუფთა თავსაბურავი და შემოსეს სამოსით. იეჰოვას ანგელოზიც იქვე იდგა. 6 იეჰოვას ანგელოზმა იეჰოშუას უთხრა: 7 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუ ივლი ჩემი გზით და შეასრულებ შენს ვალდებულებას ჩემ წინაშე, მაშინ შენ გაასამართლებ ჩემს ხალხს+ და მოუვლი ჩემს ეზოებს; მოგცემ უფლებას, რომ მათთან ერთად იდგე აქ.
8 მღვდელმთავარო იეჰოშუა, ისმინეთ შენ და შენ წინ მსხდომმა შენმა მოძმეებმა; ეს კაცები ნიშანი არიან იმისა, თუ რა მოხდება მომავალში; აი, წარგიდგენთ ჩემს მსახურს+ — ყლორტს!+ 9 შეხედე ქვას, იეჰოშუას წინ რომ დავდე! შვიდი თვალია ამ ქვაზე. აი, ამოვკვეთ მასზე წარწერას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის დანაშაულს.+
10 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თითოეული თავის მეზობელს ვაზისა და ლეღვის ქვეშ მიიწვევს“».+