ოსია
4 მოისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელებო,
იეჰოვა ამ მიწის მკვიდრთ სასამართლოში ედავება,+
რადგან ამ მიწაზე არც პატიოსნებაა, არც სიყვარული* და არც ცოდნა ღვთის შესახებ.+
გაქრებიან მისი მკვიდრნი;
მინდვრის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად
ზღვის თევზებიც გაწყდებიან.
5 წაიბორძიკებ დღისით,
შენთან ერთად წინასწარმეტყველიც წაიბორძიკებს, თითქოს ღამე იყოს.
დავადუმებ* დედაშენს.
6 დადუმდება ჩემი ხალხი, რადგან არა აქვს ცოდნა.
რაკი ცოდნა უარყავი,+ მეც უარგყოფ და მღვდლად აღარ მემსახურები;
რაკი დაივიწყე ღვთის კანონი,+
მეც დავივიწყებ შენს შთამომავლებს.
7 რაც უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებიან, მით უფრო მცოდავენ.+
დიდების ნაცვლად დავამცირებ*.
8 ჩემი ხალხის ცოდვებით იკვებებიან,
მათი დანაშაულისკენ მიუწევთ გული.
9 ხალხსაც ის დაემართება, რაც მღვდელს;
პასუხს ვაგებინებ მათ საქციელზე
და გვერდს ვერ აუვლიან თავიანთი საქციელის შედეგებს.+
10 შეჭამენ, მაგრამ ვერ გაძღებიან.+
იმრუშებენ, მაგრამ ვერ გამრავლდებიან,+
რადგან უპატივცემულოდ მოექცნენ იეჰოვას.
12 ჩემი ხალხი ხის კერპებს მიმართავს,
იმას აკეთებენ, რასაც მკითხავის ჯოხი ეტყვით;
მრუშობას გზიდან გადაჰყავს ისინი,
მრუშობენ და არ ემორჩილებიან თავიანთ ღმერთს.
13 მთების მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს,+
გორებზე წვავენ და აბოლებენ შესაწირავს,
მუხის, სტირაქსისა და ყველა დიდი ხის ძირში,+
რადგან საამოა მათი ჩრდილი.
მრუშობენ თქვენი ასულები,
მრუშობენ თქვენი რძლები.
14 არ მოვთხოვ პასუხს თქვენს ასულებს მრუშობისთვის,
მრუშობისთვის პასუხს არც თქვენს რძლებს მოვკითხავ;
რადგან კაცები მეძავებთან დადიან
და მსხვერპლს ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავენ.
ბოლო მოეღება ამ უმეცარ ხალხს.+
16 გაჯიუტდა ისრაელი ჯიუტი ძროხასავით;+
განა დამწყემსავს მას იეჰოვა,
როგორც ბატკანს ვრცელ საძოვარზე?!
თავი დაანებე მას!
18 როცა ლუდი უთავდებათ,
მრუშობას იწყებენ.
მის მმართველებს უპატიოსნობა უყვართ.+
19 ქარი შემოხვევს მას თავის ფრთებს.
შერცხვებიან თავიანთი შესაწირავების გამო“.